მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პროკურატურამ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ჯგუფი, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, თბილისში ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას.

ჯგუფის წევრები სისტემატურად ახდენდნენ სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში, რა დროსაც ვირტუალური აქტივის შესანახ ელექტრონულ საფულეში - კრიპტო მისამართის (Tron-ის ბლოქჩეინის) გამოყენებით, ახორციელებდნენ ვირტუალური აქტივის (USDT) კონვერტაციას და სანაცვლოდ იღებდნენ სარგებელს საკომისიოს სახით, ტრანზაქციის ღირებულების 1%-ის ოდენობით.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ 2026 წლის 16 მარტიდან - 2026 წლის 06 აგვისტოს პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 619 419.33 ლარი.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 - დან 5 - წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გრძელდება გამოძიება სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების გამოვლენისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მხილების მიზნით.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - გიორგი ბარამიძის განცხადებაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყორუსთავი 2
  • პროკურატურა ფარცხალაძის ადვოკატების მიერ რუსეთში მოპოვებულ მტკიცებულებებს უარყოფსფორმულა
  • ერთი დღე სასამართლო პროცესამდე - ცოტნე მირცხულავას ინფორმაციით, პროკურატურა მის წინააღმდეგ საპატიმრო გირაოს მოითხოვსტვ პირველი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
პროკურატურამ →ბრალდებით →წარუდგინა →

მსგავსი სტატიები

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა

იმედი

პრემიერი: 2022 წელს სამჯერ სცადეს რუსოფობიური კამპანიის გაღვივება, მაგრამ ვერ გააღვივეს, იმიტომ რომ ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, ისევე როგორც ქსენოფობია, როდესაც ვხედავთ, როგორ დადიან უცხოელი აგენტები მაგალითად ბათუმის პლაჟზე რუსოფობიური ბანერებით, ეს არის კოორდინაციის შედეგი

პრემიერი: უცხოური აგენტურის მიზანია, რამენაირად ზიანი მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას და ამაში ჩართულია მთელი კოორდინაცია, საზოგადოება უნდა გავაფრთხილოთ, თუ ვინ არის მტერი

პრემიერი: უცხოური აგენტურის მიზანია, რამენაირად ზიანი მიაყენონ საქართველოს ეკონომიკას და ამაში ჩართულია მთელი კოორდინაცია, საზოგადოება უნდა გავაფრთხილოთ, თუ ვინ არის მტერი

იმედი

ირაკლი ჩიქოვანი: სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს

ირაკლი ჩიქოვანი: სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს

იმედი