მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე მენტორინგის პროგრამის მეოთხე ეტაპი დაიწყო
საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე მენტორინგის პროგრამის მეოთხე ეტაპი დაიწყო

საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე მენტორინგის პროგრამის მეოთხე ეტაპი დაიწყო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე ევროპის საბჭოს მენტორინგის პროგრამის მეოთხე ეტაპი დაიწყო.

ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა გახსნა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი, მენტორები და მენტორინგის პროგრამის მონაწილეები.

მენტორინგის პროგრამა მიზნად ისახავს პროკურორებს შორის ფორმალური და არაფორმალური მეთოდებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, რითაც იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლების კლასიკური ფორმებისაგან.

მენტორინგის პროგრამა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს როგორიცაა: ქალების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის ბარიერები, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში, საერთაშორისო სამართლის გამოყენება შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოებში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკაში იმპლემენტაცია, გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების გამოყენება პრაქტიკაში და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მენტორინგის პროგრამა, რომელიც 2020 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაინერგა, მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს სამართლებრივ, ინსტიტუციურ და სოციალურ-კულტურულ დონეზე არსებული იმ ბარიერების დასაძლევად, რომელსაც ქალები მართლმსაჯულების პროცესში აწყდებიან.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და მართლმსაჯულებაზე მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით პროკურატურა ყოველწლიურად არაერთ ღონისძიებას ატარებს. მსგავს საკითხებზე პროკურორთა შესაძლებლობების გაძლიერება და კვალიფიკაციის ამაღლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურაBM.GE
  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვსფორმულა
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი