მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით, კერძო კომპანიაში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს შრომითი ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები გააცნეს.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტრეფიკინგის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე, ასევე ადამიანით ვაჭრობის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის პრაქტიკულ ასპექტებზე.

ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, კერძო კომპანიაში დასაქმებულმა პირებმა პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის მიზნით, მსგავსი საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ამასთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მრავალი წელია ფუნქციონირებს შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის უწყებათაშორისი მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი.

ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შეფასების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა მოამზადა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) 2025 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • AfD-ის ისტორიული გამარჯვება საქსონია-ანჰალტის ტერიტორიაზე და ე.წ. გავლენიანი ოლიგარქიული ოჯახების ბრძოლა - ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებსრუსთავი 2
  • კორუფციასთან ბრძოლა თუ შიდა პარტიული ანგარიშსწორება? - რატომ ხვდებიან „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები ციხეშიტვ პირველი
  • კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდანეტგაზეთი
  • ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს - ადვოკატიBM.GE
ბრძოლა →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

ტრამპი: ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს, მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის განადგურება - დაე, შეუტიოს სხვა სამიზნეებს, მაგრამ არა დიზელს, რადგან ის დიზელის დეფიციტს იწვევს

იმედი

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

მედია: რუსეთის იერიშის დროს მატარებელში „კიევი-ვარშავა“ ბორის ჯონსონი და ევროპელი დიპლომატები იმყოფებოდნენ

იმედი

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

The Telegraph: შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერები ხვალ დიდი ბრიტანეთიდან გასვლაზე იმსჯელებენ

იმედი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - მორიგი ოპერაციის შედეგად რამდენიმე მოქალაქეა დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი