მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე ხელშეკრულებების გადახედვის შედეგად 230 მლნ ლარზე მეტი დაზოგა
საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე ხელშეკრულებების გადახედვის შედეგად 230 მლნ ლარზე მეტი დაზოგა

საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე ხელშეკრულებების გადახედვის შედეგად 230 მლნ ლარზე მეტი დაზოგა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები სტაბილური და თანმიმდევრული ზრდის ტენდენციას აჩვენებს, რაც კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებით არის განპირობებული. ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილმა თანხებმა 230 მლნ ლარს გადააჭარბა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

კომპანიის წმინდა მოგება 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 30%-მდე გაიზარდა. იმავდროულად, საქართველოს რკინიგზის საოპერაციო მოგების მარჟა 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 25%-დან 36%-მდე გაუმჯობესდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის შემოსავლები. 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით მეორე ნახევარში 10%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2026 წლის პირველი 4 თვის მონაცემები 2025 წლის იმავე პერიოდთან მიმართებით 15%-ით არის გაზრდილი.

კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ფინანსური მდგრადობის განმტკიცებას და ეფექტურობის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას, რაც ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

„საოპერაციო და ადმინისტრაციული ხარჯები შევამცირეთ, მოვახდინეთ საკადრო ოპტიმიზაცია, გადავხედეთ გაფორმებულ ხელშეკრულებებს და თანხები ამ მიმართულებითაც დავზოგეთ, კომპანიისთვის საკმაოდ ნაყოფიერი წელი გვქონდა“, - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.

ლაშა აბაშიძის განმარტებით, წლის განმავლობაში არაერთი სტრატეგიული ცვლილება განხორციელდა. გაუქმდა იჯარა 400 ერთეულ ვაგონზე, ხოლო გვირაბების სამუშაოებზე დაზოგილმა თანხამ დაახლოებით 13 მლნ ლარი შეადგინა. გარდა ამისა, დამყარდა პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოს რკინიგზასა და საკონტეინერო გადაზიდვების ტვირთმფლობელებს შორის.

ჩინეთთან, ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გაციფრულდა სერვისები და სასაზღვრო პროცედურების დრო შემცირდა 7.5-ჯერ (15-დან 2 სთ-მდე) საქართველოს რკინიგზის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები დღეს ლაშა აბაშიძემ სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ ღონისძიებაზე მთავრობის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი