მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პარლამენტის წევრ ჰედი ფრაისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს შესახებ საერთაშორისო სივრცეში არსებული საინფორმაციო გარემო. ნინო წილოსანმა ხაზი გაუსვა პარტნიორებისთვის სწორი, არგუმენტირებული და გადამოწმებული მონაცემების მიწოდების განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ ფონზე, როდესაც სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე ხშირად ვრცელდება არაზუსტი და დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაცია. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ე.წ. „მოსკოვის მექანიზმის“ არასწორ გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ მიმართულებით საქართველოს მხარის სამართლებრივ და პოლიტიკურ არგუმენტებს დაეთმო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული დიალოგი საქართველოს სწორ პოზიციონირებას ემსახურება არა მხოლოდ კანადაში, არამედ იმ საერთაშორისო პლატფორმებზე, სადაც კანადის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. ნინო წილოსანის თქმით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის პოზიციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც მყარ საფუძველს ჩაუყრის სამომავლოდ ორმხრივი კომუნიკაციის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას.

„ჩვენს მიერ მიწოდებული მონაცემები და ის არგუმენტები, რომელიც საქართველოს მხარეს აქვს, პარტნიორებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ამ შეხვედრებმა დაინტერესება გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მიმართ. შესაბამისად, ველოდებით, რომ თანამშრომლობის პროცესს პოზიტიური გაგრძელება ექნება“ - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აქტიური დიალოგისთვის მზადყოფნა გამოხატეს, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების სწორად წარმოჩენასა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ეუთოს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • პაპუაშვილი: 2028 წლამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართველების თვალში ნდობა აღადგინოსფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
  • პრემიერი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდარუსთავი 2
  • "ოცნება" ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან ურთიერთობის გასაწყვეტად ემზადება?ტვ პირველი
ეუთოს →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი