მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია

იმედი|imedinews.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა იური ფირცხალაიშვილმა, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ბადრი შენგელიამ და მეკავშირე ოფიცერმა ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობაში ნოდარ ნადირაშვილმა. მათ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო სარდალმა და სარდლობის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

„ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა დადებითად შეაფასეს ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობასა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „ნატო“-ს ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველის“ (Operation Sea Guardian) ფარგლებში საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილზე.

ვიზიტი მიზნად ისახავდა, მხარეებს შორის საზღვაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე ღონისძიებების განხილვას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვას.

აღნიშნული შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინარუსთავი 2
  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →პოლიციამ →დაცვის →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი