მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის მინისტრმა ახალ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მნიშვნელოვან წვლილსა და გაწეულ მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და მის კიდევ უფრო გაღრმავებას.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, პაატა პატიაშვილი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი და თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი