მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20 - წლიანი მთავრობათაშორისი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20 - წლიანი მთავრობათაშორისი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20 - წლიანი მთავრობათაშორისი სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, ენერგეტიკულ სექტორში მთავრობათაშორისი ყოვლისმომცველი სტრატეგიული შეთანხმებების პაკეტი გაფორმდა. ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამით ორი ქვეყნის თანამშრომლობა ახალი მნიშვნელოვანი განვითარების ეტაპზე გადავიდა და ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. ხელმოწერილი პაკეტის თანახმად, ორი ქვეყანა 20 წლიან პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე შეთანხმდა, რომლებიც 2027 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება. მთავრობათაშორისი შეთანხმებების პაკეტს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა მოაწერეს.

ხელმოწერას წინ უძღოდა მრავალთვიანი მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც წარმატებით დასრულდა. სამომავლო ხელშეკრულებების ძირითად პირობებზე გაფორმებული შეთანხმებები ქმნის მყარ სამართლებრივ ჩარჩოს მომდევნო 20 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ენერგეტიკული თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

სტრატეგიული თვალსაზრისით, მიღწეული ისტორიული შეთანხმებები გააძლიერებს საქართველო - აზერბაიჯანის ეკონომიკურ კავშირებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში. პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს პოზიციებს, როგორც ელექტროენერგიის ძირითადი სატრანზიტო ქვეყნისა და მწვანე ენერგეტიკული ჰაბის საერთაშორისო დონეზე.

საქართველოს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის გამოყენებით, აზერბაიჯანი შეძლებს თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის რეგულარულ და მასშტაბურ ტრანზიტს, რაც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ფართო რეგიონულ კონტექსტში კიდევ უფრო ზრდის.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ასევე ხელი მოეწერა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისა და ტრანზიტის გადახრების შეთანხმებების ძირითად პირობებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის. ასევე გაფორმდა ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურების შეთანხმების ძირითადი პირობები საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • "მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზეBM.GE
  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი