მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი, ალტერნატიული წყაროთი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში რესურსების უწყვეტ მიწოდებას
ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი, ალტერნატიული წყაროთი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში რესურსების უწყვეტ მიწოდებას

ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი, ალტერნატიული წყაროთი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში რესურსების უწყვეტ მიწოდებას

იმედი|imedinews.ge

საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის 20 წლის ვადით გარანტირებულ მიწოდებას ითვალისწინებს.

დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა. ენერგეტიკულ სექტორში შეთანხმების ყოვლისმომცველი პაკეტი ხელს შეუწყობს საქართველოს, მათ შორის, სოციალური გაზის სექტორის გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიების გაძლიერებას. ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ახალი ოცწლიანი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელებმა. ხაზგასასმელია, რომ კორპორაციასა და შესაბამის მომწოდებელ კომპანიას შორის დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 2003 წელს არის გაფორმებული, რომელსაც ვადა ეწურება, შესაბამისად, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და 20 წლის ვადით გაგრძელებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის ფარგლებში სტრატეგიული თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი, ალტერნატიული წყაროთი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში რესურსების უწყვეტ მიწოდებას. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობა საქართველოს სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული და ჩაანაცვლებს დამატებითი გაზის მოცულობებს, რომლებიც საჭიროა სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში გაფორმებული ყოვლისმომცველი პაკეტი ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს და გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შედეგი მრავალწლიანი მეგობრული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. აღნიშნული თანამშრომლობა კომპლექსურ ხასიათს ატარებს და მხოლოდ საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებით არ შემოიფარგლება - ის არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ისეთი საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა სამხრეთკავკასიური მილსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-სუფსის ნავთობსადენი.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორირუსთავი 2
  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

იმედი

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

იმედი