მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
საქართველოში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

საქართველოში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

იმედი|imedinews.ge

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობის „NBSAP Accelerator Partnership” მხარდაჭერით, ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობა და გარემოსდაცვით პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა იყო.

ღონისძიებას დარგის სპეციალისტები, ახალგაზრდები და გარემოსდაცვითი სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას საქართველოს მიერ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების, სახეობების აღდგენის ღონისძიებების, დაცული ტერიტორიების გაფართოების პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტოკონკურსის „საქართველოს ბიომრავალფეროვნება ჩემს ობიექტივში“ გამარჯვებულების დაჯილდოებაც. კონკურსის გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიამ გადასცა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ეს არის კარგი შესაძლებლობა, როდესაც სამინისტროს შეუძლია, გარკვეული ანგარიში ჩააბაროს ამ სფეროთი დაინტერესებულ და ჩართულ საზოგადოებას. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება იმ მთავარი ამოცანის შესრულება, რაც საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას გულისხმობს. დღევანდელი გზავნილიც სწორედ ამას უკავშირდება - ლოკალური მოქმედებიდან გლობალურ გავლენამდე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ საკუთარი წვლილი ღირსეულად შეიტანოს მსოფლიო ბუნებრივი სიმდიდრის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში“, - აღნიშნა ზურაბ ეზუგბაიამ. ფოტოკონკურსის ფარგლებში ჟიურიმ 18 გამარჯვებული ფოტო გამოავლინა.

„ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფოტოკონკურსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კონკურსის შედეგად გამოვავლინეთ 18 გამარჯვებული ფოტო, რომლებმაც საუკეთესოდ წარმოაჩინეს საქართველოს უნიკალური ბუნება და ბიომრავალფეროვნება“, - აღნიშნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 22 მაისს აღინიშნება. დღის მიზანია ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ბუნებრივი რესურსების დაცვის აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება და გარემოსდაცვით პროცესებში ადამიანთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა. ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის 2026 წლის გზავნილია - „იმოქმედე ლოკალურად, გლობალური გავლენისთვის“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების საქმეში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ