მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოში დაავადება თურქულის რეგიონული სიმულაციური სწავლება მიმდინარეობს
საქართველოში დაავადება თურქულის რეგიონული სიმულაციური სწავლება მიმდინარეობს

საქართველოში დაავადება თურქულის რეგიონული სიმულაციური სწავლება მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

დაავადება თურქულის პრევენციის მიზნით, საქართველოში ტრანსსასაზღვრო რეგიონული სიმულაციური სწავლება მიმდინარეობს. სწავლების პირველ ეტაპზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი ოფიცერი ლაშა ავალიანი უძღვება, სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები მოსაზღვრე ქვეყნების ვეტერინარული სამსახურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედ პროტოკოლებს და ქვეყნებს შორის კოორდინირებული რეაგირების გზებს.

მეორე ეტაპი საველე სწავლებაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთში ერთდროულად მიმდინარეობს. მარნეულის მუნიციპალიტეტში ქართველი და უცხოელი ვეტერინარები სიმულაციურ ღონისძიებას ერთ-ერთ ფერმაში ატარებენ, რა დროსაც ხდება ცხოველების კლინიკური დათვალიერება, ნიმუშების აღება და ეპიდემიოლოგიური მოკვლევა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბიოუსაფრთხოების წესების დაცვას.

თურქული წყვილჩლიქიანი ცხოველების ვირუსული ჰაერწვეთოვანი, ინფექციური დაავადებაა, რომლის დაფიქსირების შემთხვევაში, სპეციფიკური ინტერვენციის გარეშე შესაძლოა, მოხდეს ამთვისებელი სულადობის სრული ინფიცირება, რაც დიდ ეკონომიკურ ზარალს მიაყენებს მეცხოველეობის სექტორს. არსებული რისკების გათვალისწინებით (მოსაზღვრე ქვეყნებში თურქულის შემთხვევები, ცხოველების შენახვის მომთაბარე სისტემა, გადასარეკი ტრასები, ცხოველთა ბაზრობები) თურქულის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მასიურად ტარდება აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის ა/რ ტერიტორიაზე. დასავლეთ საქართველოში (იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები) ვაქცინაციას ექვემდებარება რისკის ზონებში არსებული პირუტყვი და აფხაზეთის ა/რ და სამაჩაბლოს მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობის საქონელი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის უფასო ვაქცინაციას წელიწადში ორჯერ ატარებს. მიმდინარეობს კონტროლი ცხოველთა გადაადგილებაზე, რაც გულისხმობს გადასარეკ ტრასებზე მოწყობილ ბიოუსაფრთხოების პუნქტებზე ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ