მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქსტატი: 2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 12.4 პროცენტით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა
საქსტატი: 2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 12.4 პროცენტით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა

საქსტატი: 2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები, წინა წელთან შედარებით, 12.4 პროცენტით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა

იმედი|imedinews.ge

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 12.4 პროცენტით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 12.5 პროცენტით გაიზარდა და 664 ლარს გაუტოლდა.

შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 90.5 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 94.2 პროცენტს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 83.2 პროცენტს შეადგენდა.

ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 49.3 პროცენტი შეადგინა.

თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.3 პროცენტს გაუტოლდა. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.9 პროცენტი შეადგინა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.

2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები, წინა წელთან შედარებით, 11.6 პროცენტით გაიზარდა და ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებით 1 936 ლარი, ხოლო ერთ სულზე - 603 ლარი შეადგინა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობების სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.3 პროცენტი შეადგინა.

საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე ქალაქის ტიპის დასახლებებში 11.1 პროცენტით გაიზარდა და 2 015 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 12.2 პროცენტით გაიზარდა და 1 799 ლარს გაუტოლდა.

სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე მაღალია სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეული ხარჯები, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 38.7 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • პროკურატურამ 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდაBM.GE
  • ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, დარბაზიდან გათავისუფლდაფორმულა
ლარი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ