
საქსტატი: 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წელთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.1 პროცენტი შეადგინა
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წელთან შედარებით 2.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.1 პროცენტი შეადგინა.
2025 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.0 პროცენტს გაუტოლდა.
2025 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 9.2 პროცენტი შეადგინა (-2.9 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 7.0 პროცენტი (-2.3 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 5.2 პროცენტი (-1.5 პროცენტული პუნქტი).
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის 2.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებისათვის 2.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.1 და 7.2 პროცენტი შეადგინა, შესაბამისად.
2025 წელს მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 5.2 პროცენტი შეადგინა.
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა, როგორც მთლიანი შემოსავლების, ასევე მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით, შემცირდა 0.01-ით და 0.34 შეადგინა.
