მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სასამართლომ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ გიგა ავალიანის საქმის ფიგურანტ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

იმედი|imedinews.ge

სასამართლომ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორის განმარტებით, არსებობდა ვარაუდი, რომ მალანია მიმალვას აპირებდა.

„პროკურატურის შუამდგომლობაში მხოლოდ მიმალვის საფრთხე არ იყო მითითებული, ასევე იყო ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენის საფრთხეები. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ამაზე ბევრი ვისაუბრეთ - ის ლანჩხუთში იმყოფებოდა, გადაადგილდებოდა ზურგჩანთით და არსებობდა ვარაუდი იმისა, რომ ის მიმალვას აპირებდა. სწორედ ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იქნა დაკავებული.

რაც შეეხება მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენის საფრთხეს, ამასთან დაკავშირებით ისევ გრძელდება გამოძიება. შესაძლებელია, გამოყოფილ საქმეში კიდევ გამოიკვეთონ ახალი პოტენციური ბრალდებულები, რომელთა მიმართაც შესაძლებელია, მომავალში იყოს გადაწყვეტილება მიღებული და დავიწყოთ დევნა.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, მოვიაზრებთ, როგორც სამართალწარმოების წინააღმდეგ ჩასადენი დანაშაულის საფრთხეს“, - განაცხადა პროკურორმა ქეთევან სონიძემ.

ადვოკატის განცხადებით კი, ბრალდებულს მიმალვა არ უცდია.

„მიუხედავადა იმისა, რომ არ არსებობდა არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს შეუფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა. თვეების განმავლობაში მას არანაირად არ ჰქონია მცდელობა, მიმალულიყო და საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ რომელიმე მოწმეზე მან რაიმე ზეგავლენის მოხდენა სცადა“, - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.

როგორც ცნობილია, პროკურატურა გიორგი მალანიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

მალანია 1 ივლისს დააკავეს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ მას ბრალად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა. თუმცა, 3 ივლისს პროკურატურამ გიორგი მალანიას ბრალდება გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე წარუდგინა. მას 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვაBM.GE
  • სააპელაციომ მაღაროელების პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვანეტგაზეთი
  • რუსეთში ლიდა მონიავას ომის შესახებ პოსტის გამო 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებატვ პირველი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალი სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა