მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა ოგბაიძე: ჩვენი ქალაქი უნდა იყოს არა ავტომობილების, არამედ ადამიანების ინტერესებზე მორგებული
შალვა ოგბაიძე: ჩვენი ქალაქი უნდა იყოს არა ავტომობილების, არამედ ადამიანების ინტერესებზე მორგებული

შალვა ოგბაიძე: ჩვენი ქალაქი უნდა იყოს არა ავტომობილების, არამედ ადამიანების ინტერესებზე მორგებული

იმედი|imedinews.ge

ადგილობრივი თვითმმართველობების მოვალეობაა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ ჰყავთ ავტომობილები შეუქმნან კომფორტული, უსაფრთხო გარემო და მათ სწრაფ გადაადგილებას შეუწყონ ხელი, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ ოპოზიციის წარმომადგენლის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც დედაქალაქში მეტი საპარკინგე სივრცის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

შალვა ოგბაიძის თქმით, რამდენიმე საპარკინგე სივრცის შექმნა 700 ათასი ავტომობილის პრობლემას ვერ გადაჭრის. როგორც შალვა ოგბაიძემ განაცხადა, ქალაქში 700 ათასი ავტომობილი გადაადგილდება, საპარკინგე ადგილი კი მხოლოდ 31 ათასია. მისივე განცხადებით, საკრებულომ ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის შეღავათები დააწესა და ელექტრომობილები სალიცენზიო და პარკირების გადასახადისგან სრულად გაათავისუფლა. შალვა ოგბაიძის თქმით, დედაქალაქის მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ სატრანსპორტო პოლიტიკაა, რომელიც ფეხით მოსიარულის ინტერესებზეა მორგებული.

„ჩვენი ქალაქი უნდა იყოს არა ავტომობილების, არამედ ადამიანების ინტერესებზე მორგებული. ამისთვის ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ჩვენ შემოგვყავს ახალი ავტობუსები. ძალიან მალე მოხდება მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის გადაიარაღება, დაემატება ახალი, გამჭოლი ვაგონები, რაც პიკის საათში მგზავრების გადანაწილებას შეუწყობს ხელს და ლოდინის დროს შეამცირებს“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ