მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი 2024 წლის მოვლენებზე: თითოეული პოლიციელი, რომელიც იმ დღეებში ამ მოძალადეებს აკავებდა, არის გმირი და მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც საქართველო გადაარჩინა „მაიდანს“
შალვა პაპუაშვილი 2024 წლის მოვლენებზე: თითოეული პოლიციელი, რომელიც იმ დღეებში ამ მოძალადეებს აკავებდა, არის გმირი და მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც საქართველო გადაარჩინა „მაიდანს“

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვნახეთ, რომ სასამართლოები ჩატარდა, დაზარალებულის მხრიდანაც მოვისმინეთ, თუ რა განწყობები იყო თავად სასამართლოზე. მან თავად განაცხადა, რომ ამ ადამიანებს აქვთ სინანული, რომ ასეთი ინციდენტები მოხდა და მას ბოდიშიც კი მოუხადეს ამისთვის, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაკავებულ სპეცრაზმელებზე საუბრისას.

2024 წლის მოვლენებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ იმ დღეებში ცდილობდნენ ქვეყნის დამხობას.

„არა ხელისუფლების დამხობას, არა სადმე შევარდნას, ქვეყანა უნდა დამხობილიყო და ამას აკეთებდნენ გარედან დაკვეთით ქართველები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის გადაწვას, პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და მათ ცოცხლად დაწვას.

თითოეული პოლიციელი, რომელიც იმ დღეებში ამ მოძალადეებს აკავებდა, არის გმირი და მე მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც საქართველო გადაარჩინა „მაიდანს“. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბრის ძალადობამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან პოლიტიკოსები იყვნენ ჩამოსული და ერთ-ერთმა, შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ „მაიდნისკენ“ მოუწოდა ამ მოძალადეებს და რამდენიმე დღეში ჩვენ ვნახეთ მაიდანიზაციის მცდელობა.

სწორედ ჩვენმა პოლიციელებმა დაიცვეს ქვეყანა „მაიდნისგან“ და ბნელ წარსულში დაბრუნებისგან დაიცვეს ქვეყანა. ამ პროცესში იყო რამდენიმე ინციდენტი უფლებამოსილების გადამეტების და რა თქმა უნდა, ეს სწორედ იმ პასუხისმგებლობის ნაწილია, როდესაც შენს ქვეყანას იცავ, რომ იყო ზედმიწევნით კანონის ჩარჩოში. გადაცდომებზე მიდიოდა გამოძიება, მოისმინეთ პროკურატურის მხრიდან, თუ რა მოცულობის სამუშაო ჩატარდა. რა მომენტშიც პროკურატურა იყო მყარად, რომ მისი მტკიცებულებები საკმარისია სასამართლოში წასასვლელად, იმ მომენტიდან ვნახეთ რეაგირება და პროკურატურამ განაცხადა, რომ სხვა ასეთ ფაქტებზე, რომელიც მაშინ საზოგადოებამაც იხილა, მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2024 წლის დეკემბერში იყო მოძალადეების ჯგუფი, რომელმაც გაილაშქრა საქართველოს წინააღმდეგ და რომლის უკანაც იდგნენ უცხოელი დამკვეთები და დამფინანსებლები.

„თქვენ გახსოვთ ელენე ხოშტარიას განცხადებები, რომელიც ამბობდა, რომ ის არის, ვინც ყიდულობს მაშხალებს იმისთვის, რომ დაწვან პოლიციელები, პარლამენტის შენობა. თქვენ მოისმინეთ ISFED-ის ხელმძღვანელის აღიარება, რომ უცხოური გრანტებით ისინი ყიდულობდნენ აღჭურვილობას მოძალადეებისთვის, რომ მათ წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის.

2024 წლის დეკემბერში ევროპული ფული იხარჯებოდა ქვეყნის დასამხობად, ძალადობისთვის, პოლიციელებზე თავდასასხმელად, პარლამენტის გადასაწვავად და სწორედ ჩვენი პოლიციელების გმირული ქმედებით თავიდან ავიცილეთ დიდი უბედურება, რომელიც ასე თვალის დახამხამების გარეშე დაუშვეს უცხოელმა ჯგუფებმა და დღემდე არც ერთს არ დაუგმია ის ძალადობა, რაც ჩვენ 2024 წლის დეკემბერში მათი დაფინანსებული ადამიანებისგან ვიხილეთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ