მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ იმ გზაზე, რომელსაც ალბანეთი გადის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, ასევე, თუ რას აკეთებს საქართველო, როდესაც ბრიუსელს არჩეული აქვს კონფრონტაციის გზა
შალვა პაპუაშვილი ალბანეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ იმ გზაზე, რომელსაც ალბანეთი გადის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, ასევე, თუ რას აკეთებს საქართველო, როდესაც ბრიუსელს არჩეული აქვს კონფრონტაციის გზა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან იმ თემებზე ისაუბრა, რომლებზეც საუბარი შეეხო მისი და ალბანეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეხვედრაზე. მისი განცხადებით, ამ თემებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ევროპული ინტეგრაციის გზა იყო.

„დღეს პარლამენტის დელეგაცია ვასრულებთ მონაწილეობას ხმელთაშუაზღვის საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებაში. დღეს მქონდა შესაძლებლობა, რომ ალბანეთის პარლამენტის ვიცე- სპიკერს შევხვედროდი, გვესაუბრა უპირველეს ყოვლისა ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ გაღრმავდეს, როგორც საპარლამენტო დონეზე, ისე ქვეყნებს შორის ურთიერთობა.

შევთანხმდით, რომ გვექნება საპარლამენტო თანამშრომლობა, ურთიერთვიზიტების გაცვლა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ გზაზე, რომელსაც ალბანეთი გადის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, იმ სირთულეებზე, რომლებიც ახლავს ამ გზას, ასევე იმაზე, თუ რას აკეთებს საქართველო იმ გამოწვევების ფონზე, როდესაც სამწუხაროდ, ბრიუსელს არჩეული აქვს კონფრონტაციის გზა. ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. ასევე, ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

გარდა ამისა, დღეს მექნება ბოსნია-ჰერცეგოვინას პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრის შესაძლებლობა, სადაც ორმხრივ ურთიერთობებსა და ევროპული ინტეგრაციის გზის სირთულეებსა და გამოწვევებზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →პროცესი →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

იმედი

გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა

იმედი

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება

იმედი