
შალვა პაპუაშვილი: ასეთი მასშტაბის სტიქია ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ღვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე
ასეთი მასშტაბის სტიქია ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ღვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე, - განუცხადა კახეთში ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, პირველადმა კვლევამ რაც აჩვენა, არის ის, რომ სწორედ ღვარცოფ დამცავმა ნაგებობებმა შეაკავეს ხეების, მორებისა და ღორღის დიდი ნაწილი.
„მასშტაბური სტიქია მოხდა თელავში. ფაქტობრივად, როგორც აჩვენა შედეგებმა, კვლევებმა, რამდენიმე საათში თელავისთვის, ნალექის თვის ნორმა 85 პროცენტი მოვიდა, რაც თავისთავად უკვე აჩვენებს თუ რა მოცულობის სტიქიასთან გვქონდა საქმე. ასეთი მასშტაბის სტიქია ბოლოს 55 წლის წინ იყო თელავში და მაშინ მოეწყო ღვარცოფისგან დამცავი ნაგებობები, რომლებმაც ფაქტობრივად დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ შედეგები არ ყოფილიყო უფრო მძიმე. თქვენ ნახეთ პირველადმა კვლევამ რაც აჩვენა, არის ის, რომ სწორედ ღვარცოფ დამცავმა ნაგებობებმა შეაკავეს ხეების, მორებისა და ღორღის დიდი ნაწილი, თუმცა თვითონ მასშტაბი იმხელა იყო, რომ ბოლოს გვერდი აუარა თავად ამ ღვარცოფმა სამ ჯებირს, რომელიც ქალაქს ღვარცოფისგან იცავდა. დარჩენილი ნაწილი ჩამოვიდა ქალაქამდე. საკმაოდ მოცულობითია მასშტაბი სტიქიის და დაზიანების, რომელიც მიადგა.
მეორეს მხრივ, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც იმწამსვე ჩაერთო სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში და ვხედავთ ჩვენ, რომ ფაქტობრივად ძირითადი ზიანი რაც იყო მიმდგარი იმ მხრივ, რომ ქვა-ღორღი, რომელიც გადმოტანილი იყო გზაზე, რომელიც თავად ხევს ავსებდა, გაწმენდილია და ბოლოსკენ გადის ეს პროცესი.
ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მოხალისეებს, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კახეთის ყველა მუნიციპალიტეტს, საკრებულოებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და მოხალისეებად მუშაობენ იმისთვის, რომ დაეხმარონ თელავს რაც შეიძლება მალე გაიწმინდოს ამ ქვა-ღორღისგან და ტალახისგან, რომელიც ღვარცოფმა მოიტანა.
ვაკვირდებით, რომ ბოლოშია გასული ძირითადი სამუშაოები, მოჰყვება რა თქმა უნდა, გაწმენდა ყველა იმ შენობის, რომელიც დაზიანდა, ზიანიც იქნება აღნუსხული და შესაბამისად, სახელმწიფო შესაბამის ზომებს მიიღებს“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge