მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაციისგან. სრული კარტბლანში წამებისთვის, რეკეტისთვის, ადამიანების ხოცვისთვის
შალვა პაპუაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაციისგან. სრული კარტბლანში წამებისთვის, რეკეტისთვის, ადამიანების ხოცვისთვის

იმედი|imedinews.ge

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციისგან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სრული კარტბლანში ჰქონდათ მიცემული ყველაფრისთვის - წამებისთვის, რეკეტისთვის, ადამიანების ხოცვისთვის.

„უკვე დიდი ხანია ვარდისფერი სათვალეები მოვიხსენით და რეალურად ვუყურებთ, თუ რა ხდება ბრიუსელში, რა მოდის იქიდან. ერთი რამ საზოგადოებამაც მგონი კარგად დაინახა, ყველა ეს ნაბიჯი, რასაც ვაკვირდებით, ყველა ეს თავდასხმა საქართველოზე და ა.შ. მიმართულია ერთი რამისკენ, რომ საქართველოში მოიყვანონ საკუთარი მარიონეტული ხელისუფლება.

ეს არის ერთადერთი მიზანი და ებრძვიან ყველაფერ იმას, რაც ხელს უშლის ამ მიზნის განხორციელებას. სხვადასხვა რამ შესაძლოა იყოს და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ამ მხრივ მთავარი სამიზნეა, ვინაიდან ის არის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს შეძლო დაემარცხებინა სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც სრული კარტბლანში ჰქონდა მიცემული ევროკავშირისგან და ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციისგან. სრული კარტბლანში ყველაფრისთვის, წამებისთვის, რეკეტისთვის, ადამიანების ხოცვისთვის.

ყველაფერზე ჰქონდა მიცემული ლიცენზია, რომ მას შეეძლო გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილმა ყველა ლოგიკის საწინააღმდეგოდ შეძლო ქართველ ხალხთან ერთად, ქართველი ხალხის მობილიზებით 2012 წელს ამ დიქტატორული რეჟიმის დამარცხება და რა თქმა უნდა, მასში ხედავენ ისინი მთავარ საფრთხეს, რომ ვერ შეძლებენ დაბრუნებას იმავე მარიონეტული რეჟიმისა საქართველოს ხელისუფლებაში.

დღეს საუბრობენ მის ჩართულობაზე, რჩევებს ეკითხებიან თუ არ ეკითხებიან. გვსაყვედურობენ ადამიანები, რომლებიც რჩევას ეკითხებიან რასა იუკნევიჩიანეს და მარკეტა გრეგოროვას. ეს ადამიანები გვსაყვედურობენ, რჩევა არ ჰკითხოთ ბიძინა ივანიშვილსო. ხომ აკვირდებით საერთოდ რა ხალხთან გვაქვს საქმე. ადამიანები, რომლებიც სხედან საელჩოებში და იღებენ საელჩოებიდან პირდაპირ რჩევა-მითითებებს, როგორ მოიქცნენ, როგორი პარტიული კონფიგურაცია ჰქონდეთ.

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, არაერთხელ მითქვამს, ეს ქვეყანა პატარა რომ არის და ყველა ყველას იცნობს, ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ამ ქვეყანაში არაფერი იმალება. არც ის იმალება, რას საუბრობს სხვადასხვა ელჩი, ვისთან როგორ, იმიტომ, რომ პატარაა ეს ქვეყანა, ყველა ყველას იცნობს. იმ საელჩოებშიც ქართველები მუშაობენ და იქაც მუშაობენ პატრიოტები. ასე რომ არაფერი იმალება.

ძალიან კარგად გამოდის ყველაფერი, როგორ ულაგებენ, სად გაერთიანდნენ, ვისთან გაერთიანდნენ, როგორი სტრატეგია ჰქონდეთ, ტაქტიკა. ვინ ეკითხება ელჩს, ვინ ეკითხება ევროპარლამენტარს სხვა ქვეყანაში ასეთი კონფიგურაციების შექმნას?!“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი