მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის შაანსის პროვინციის კომიტეტის მდივანს, ამავე პროვინციის პარლამენტის - შაანსის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, ჭაო იდეს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა შაანსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა შაანსის პროვინციის ისტორიულ და ეკონომიკურ როლს. მისი თქმით, შაანსის პროვინციაში უძველესი ცივილიზაცია და თანამედროვე ტექნოლოგიები წარმატებით ერწყმის ერთმანეთს.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით ღრმავდება.

აღინიშნა, რომ ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ავსებს და მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები მოაქვს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ დღესდღეობით საქართველოსა და ჩინეთის ქალაქებს შორის გააქტიურებულია დაძმობილების პროცესი.

მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გააღრმავონ ინსტიტუციური კავშირები, ისაუბრეს კულტურისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, შაანსის პროვინციას მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აქვს, რაც კულტურული დიპლომატიისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია.

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებზე საუბრისას, მხარეებმა განიხილეს სატრანზიტო მარშრუტების, განსაკუთრებით შუა დერეფნის შემდგომი გამოყენების შესაძლებლობები.

შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჩინეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • ჩინეთში მეწყერს 51 ადამიანი ემსხვერპლა - 10 ადამიანს კვლავ ეძებენტვ პირველი
  • ჩინეთი აშშ-ს ჰუმანოიდი რობოტების აკრძალვის გამო საპასუხო ზომებით დაემუქრაBM.GE
  • ჩინეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ირანისთვის ასობით ერთეული იარაღის გადაცემის შესახებრუსთავი 2
  • ტრამპი ჩინეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებსფორმულა
ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი