მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვეძებთ ჩვენს კრიმინალებს - სხვას თუ უნდა, რომ ვინმე კრიმინალი თავისთან ჰყავდეს, ეს იმ ქვეყნის არჩევანია. აი, უკრაინას ხელისუფლებაში ჰყავს ქართველი კრიმინალები ადეიშვილის და გია ლორთქიფანიძის სახით
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვეძებთ ჩვენს კრიმინალებს - სხვას თუ უნდა, რომ ვინმე კრიმინალი თავისთან ჰყავდეს, ეს იმ ქვეყნის არჩევანია. აი, უკრაინას ხელისუფლებაში ჰყავს ქართველი კრიმინალები ადეიშვილის და გია ლორთქიფანიძის სახით

იმედი|imedinews.ge

თუ ეს ასეა, მგონი, შეერთებულმა შტატებმა უნდა ახსნას. არ ვიცი, ეს ასე არის თუ არ არის, ეს მას არ უთქვამს [ირაკლი შაიშმელაშვილს], რამდენადაც გავეცანი, ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ მას მისცეს თავშესაფარი. არ ვიცით, ეს ასეა თუ არა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად ირაკლი შაიშმელაშვილის შესახებ.

კერძოდ, ჟურნალისტის თქმით, შაიშმელაშვილი, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზეა ბრალდებული, შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

„ქალბატონმა ბესელიამ თქვა, თვითონ [შაიშმელაშვილმა] თქვას, გავიგოთ, რა ხდება.

ჩვენ ვეძებთ ჩვენს კრიმინალებს. რაც უფრო მალე მივწვდებით და მალე მოხვდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მით უფრო კარგი. სხვას თუ უნდა, რომ ვინმე კრიმინალი თავისთან ჰყავდეს, ეს იმ ქვეყნის არჩევანია. აი, უკრაინას ხელისუფლებაში ჰყავს ქართველი კრიმინალები ადეიშვილის და გია ლორთქიფანიძის სახით. ასე რომ, ეს მათი არჩევანია. ჩვენ მოთმინებით ველოდით მიხეილ სააკაშვილს და ხედავთ, რომ ის იხდის სასჯელს. მიხეილ სააკაშვილს არა თუ თავშესაფარი, მოქალაქეობაც მისცეს და გუბერნატორიც გახდა და ეს რამენაირად აჩვენებს იმას, რომ სააკაშვილი კრიმინალი არ არის?” - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო, ნავთობგადამმუშავებელ და ლოგისტიკურ ობიექტებს დაარტყაBM.GE
  • ევროკომისიამ უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით €6.1 მილიარდი დაამტკიცაფორმულა
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • ოთარ ფარცხალაძემ საბრძოლო დანაყოფი ჩამოაყალიბა, მას "გეორგიევსკი" დაარქვა და უკრაინის წინააღმდეგ საომრად გააგზავნატვ პირველი
უკრაინის →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი