მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს ჰყავს თავისი ელჩი, თუმცა ფიშერი ცდილობს მის კომპეტენციაში ჩარევას. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რაც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით საუბარს
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს ჰყავს თავისი ელჩი, თუმცა ფიშერი ცდილობს მის კომპეტენციაში ჩარევას. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რაც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით საუბარს

იმედი|imedinews.ge

გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რაც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით საუბარს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერზე საუბრისას.

მისი თქმით, ევროკავშირს ჰყავს თავისი ელჩი, თუმცა ფიშერი ცდილობს მის კომპეტენციაში ჩარევას.

„ევროპის დედაქალაქი არის ბრიუსელში და არა ბერლინში. არ ვიცი ბატონ პეტერს რა წარმოდგენა აქვს და თუ ჰგონია, რომ ბერლინია ევროკავშირის დედაქალაქი, ეს წარმოდგენები ცოტა სხვა ეპოქიდანაა. ევროკავშირის დედაქალაქი არის ბრიუსელში, მას ჰყავს თავისი ელჩი და ევროკავშირის ელჩი როგორმე თავად ისაუბრებს იმაზე, თუ რა არის საჭირო ევროკავშირში გასაწევრიანებლად და რა - არა. გერმანიის ელჩი იყოს იმ კვადრატში, რაც მას გამოყოფილი აქვს, როგორც გერმანიის წარმომადგენელს და ნუ იღებს თავის თავზე ევროპის სახელით საუბარს. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არა თუ ამ ურთიერთობას აფუჭებს გერმანიასთან, არამედ შედის სხვა ელჩების, ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში. ეს ადამიანი ხან ჩემს წერილს გამოეხმაურა ჰერჩინსკის მიმართ და ამის კომენტირება დაიწყო, შემდეგ პრემიერმა მისწერა ევროკავშირის ხელისუფლებას და ამის კომენტირება დაიწყო. არ ვიცი, თუ ბერლინია ევროკავშირის დედაქალაქი, გაგვაგებინონ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ტრამპი: Patriot-ის სისტემა წარმოუდგენელია, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმეს მის წარმოებას ვანდობთ - არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თუ ამ ტექნოლოგიას მისცემ, შესაძლოა ერთ დღესაც შენ წინააღმდეგ შემობრუნდნენ

პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ეროვნული ფასეულობების დაცვა და საერთაშორისო პრაქტიკა - შეფასებები საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი