მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ის, რომ სიძულვილის, ზიზღის ენა არ იყოს საზოგადოების დისკუსიის დროს ლექსიკის ნაწილი, წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკისა და ემოციების საკითხს, არამედ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი
შალვა პაპუაშვილი: ის, რომ სიძულვილის, ზიზღის ენა არ იყოს საზოგადოების დისკუსიის დროს ლექსიკის ნაწილი, წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკისა და ემოციების საკითხს, არამედ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი

იმედი|imedinews.ge

ის, რომ სიძულვილის, ზიზღის ენა არ იყოს საზოგადოების დისკუსიის დროს ლექსიკის ნაწილი, წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკისა და ემოციების საკითხს, არამედ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ზიზღის ენის საკითხზე საპარლამენტო კანონმდებლობა დარეგულირებულია და მისასალმებელია, რომ შსს-მ გადაწყვიტა პროაქტიულად მიუდგეს ამ საკითხს და შექმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც აღმოფხვრის მტრობისა და ღვარძლის დათესვის მცდელობებს.

„გარკვეული პერიოდია, რაც საქართველოს პარლამენტმა კანონმდებლობა მოიყვანა იმ შესაბამისობაში, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში არ უშვებს, მათ შორის, სიძულვილის ენას. ასე რომ კანონმდებლობა არის სათანადო დონეზე და მნიშვნელოვანია, რომ აღსრულებაც იყოს აქტიური. მიხარია, რომ შსს-მ გადაწყვიტა პროაქტიულად მიუდგეს ამ საკითხისთვის შექმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც დაკავდება იმით, რომ აღმოიფხვრას ის მცდელობები ღვარძლის, მტრობის, რა მიზანიც დღეისათვის სინამდვილეში სიძულვილის ენას აქვს საქართველოში. გუშინ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საბოლოო ბეჭედი დაასვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას. ამ გადაწყვეტილებით სრული მხარდაჭერაა ამ პოლიტიკის მიმართ. კიდევ კარგი, რომ სტრასბურგში საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო დაემარცხებინა ბრიუსელი, რომელიც ცდილობდა ჩვენთან, საქართველოში სიძულვილის ენა დაემკვიდრებინა. ეს არის კიდევ ერთი მარცხი ბრიუსელის საქართველოსთან და კიდევ ერთი მხილება, რომ სიძულვილის ენა სრულად ითესება გარედან. თქვენ გახსოვთ მათ შორის სიძულვილის კამპანიაში ჩართული ელჩები. გერმანიის ელჩი, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა ერთ-ერთ შეხვედრაზე და ამაზე არანაირი რეაქცია არ აქვს. ეს საკითხი წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკისა და ემოციების საკითხს, არამედ ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი, რომ შეურაცხყოფა, სიძულვილის, ზიზღის ენა არ იყოს საზოგადოების დისკუსიის დროს ლექსიკის ნაწილი“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საზოგადოების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩებარუსთავი 2
  • საქართველოში დაიკარგა ტაილანდელი იუთუბერი: ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვსფორმულა
  • "ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?BM.GE
  • HRW: "ოცნების" ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებსტვ პირველი
საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი