მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება იქცა თავისუფალი მედიის მკვლელად, რომელიც ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და ყველაფერი დაუქვემდებაროს საკუთარ დიქტატურას, ცენზურას და პროპაგანდას
შალვა პაპუაშვილი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება იქცა თავისუფალი მედიის მკვლელად, რომელიც ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და ყველაფერი დაუქვემდებაროს საკუთარ დიქტატურას, ცენზურას და პროპაგანდას

შალვა პაპუაშვილი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება იქცა თავისუფალი მედიის მკვლელად, რომელიც ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და ყველაფერი დაუქვემდებაროს საკუთარ დიქტატურას, ცენზურას და პროპაგანდას

იმედი|imedinews.ge

ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება იქცა თავისუფალი მედიის მკვლელად, რომელიც ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და ყველაფერი დაუქვემდებაროს საკუთარ დიქტატურას, ცენზურას და პროპაგანდას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა და სადაც საუბარია სამი ტელევიზიის დასანქცირებაზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და წაახალისოს ის მედიები, რომელსაც თავად აფინანსებს და მის პროპაგანდას ეწევა.

„ყველა მედია, ონლაინგამოცემა თუ ა.შ., რომელიც ფინანსდება ევროკავშირიდან ან საზღვარგარეთიდან, ყველა მათგანი ყველა კრიტერიუმით არის პროპაგანდის ინსტრუმენტი. შეხედეთ მათ სტატიებს, შეხედეთ მათ ინტერვიუებს. მაგალითად როდესაც ისინი იღებენ ინტერვიუებს სხვადასხვა ელჩისგან ან უცხოური აქტორისგან, არც ერთი კრიტიკული კითხვა ელჩის მიმართ, ვინაიდან თვითონ აფინანსებენ და შესაბამისად, კრიტიკულ კითხვებს არ იღებენ. არც ერთი კრიტიკული სტატია ბრიუსელის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, როდესაც ცდილობდნენ ისინი, რომ ეკონომიკურ ომში ჩავეთრიეთ რუსეთთან. ქართველები სხედან რედაქციაში და აკეთებინებენ ანტიქართულ საქმეს. თუმცა, ეს საქმე რომ არ გამოსდით და საბოლოო ჯამში ამის მხილებაც მოხდა, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონის“ შედეგიც არის, რომ როგორც ჩანს შეეშვნენ ამ ფარულ ქმედებებს და ვნახეთ, რომ ახლახან პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირდაპირ, საკუთარი პიარ დეპარტამენტის არხი გაგვიხსნა და პირდაპირ პოლონეთის მთავრობის პროპაგანდის იარაღი დღეს არის ქართულ სივრცეში, რომელსაც ცდილობენ დაამკვიდრონ, როგორც მედია. ქართველ ხალხს ნაცარს ვერ შეაყრის თვალში პოლონეთის მთავრობა. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდის ინსტრუმენტი, პოლონეთის მთავრობაზე მომუშავე რამდენიმე ქართველი, რომლებმაც პირველივე, რაც გააკეთეს, თავს დაესხნენ ქართულ ეკლესიას. თავს დაესხნენ ქართულ პოლიტიკური დისკუსიას სხვადასხვა ფორმით დეზინფორმაციით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • "ალტერნატიული აზრისთვის ევროპული მედია ჩაკეტილია, უმძიმესი მდგომარეობაა, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის" - კობახიძეBM.GE
მედია →

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი