მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: კანდიდატი ქვეყნები უნდა განიხილებოდნენ გაფართოების პროცესის მონაწილეებად და არა მის ობიექტებად. ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების „მოწყალებას“ გაიღებს ან არა
შალვა პაპუაშვილი: კანდიდატი ქვეყნები უნდა განიხილებოდნენ გაფართოების პროცესის მონაწილეებად და არა მის ობიექტებად. ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების „მოწყალებას“ გაიღებს ან არა

იმედი|imedinews.ge

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ძალისხმევის კოორდინაციაში კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებიც ჩაერთონ. მართალია, მოლაპარაკებებს მთავრობები აწარმოებენ, მაგრამ სწორედ პარლამენტები ანიჭებენ ევროპულ ინტეგრაციას დემოკრატიულ ლეგიტიმაციას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩემს კოლეგებს რამდენიმე გზავნილს გავუზიარებ,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მსოფლიოში არსებული ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა ევროკავშირისგან გაფართოებისადმი ახალი მიდგომის ჩამოყალიბებას მოითხოვს. მისი თქმით, დროა ევროკავშირი სერიოზულად მიუდგეს მის მიერვე დამკვიდრებულ და აწ უკვე გაცვეთილ მეტაფორას, რომ „ტანგოს ორი სჭირდება“.

,,პირველი, ევროკავშირის გაფართოება ევროპის მომავალი სტრატეგიული სიცოცხლისუნარიანობის მიღწევის მთავარი საშუალებაა. მსოფლიოში არსებული ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, გლობალური კონკურენცია და ძალთა განაწილების ცვლილება ევროკავშირისგან გაფართოებისადმი ახალი მიდგომის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ათწლეულების განმავლობაში „ციხესიმაგრე ევროპის“ კონცეფციის შენარჩუნება, რაც გაფართოების გარეშე განვითარებას გულისხმობს, დღეს ქმედითი არჩევანი აღარ არის. ჩვენი შეხვედრის სათაური - „ევროპის მომავლის ერთობლივად ჩამოყალიბება“ - ზუსტად ასახავს ამ განწყობას: კანდიდატი ქვეყნები უნდა განიხილებოდნენ გაფართოების პროცესის მონაწილეებად და არა მის ობიექტებად. ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების „მოწყალებას“ გაიღებს ან არა. პირიქით, დროა ევროკავშირი სერიოზულად მიუდგეს მის მიერვე დამკვიდრებულ და აწ უკვე გაცვეთილ მეტაფორას, რომ „ტანგოს ორი სჭირდება“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →საკუთარი →პროცესი →

მსგავსი სტატიები

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი, ყველაზე მცირე, თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი