მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: მე მინდა, ყველა ცოცხალ ვეტერანს მივულოცო ეს დღე, მინდა, მივაგოთ სათანადო პატივი სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. საქართველომ მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ანტიფაშისტურ ერებს შორის
შალვა პაპუაშვილი: მე მინდა, ყველა ცოცხალ ვეტერანს მივულოცო ეს დღე, მინდა, მივაგოთ სათანადო პატივი სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. საქართველომ მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ანტიფაშისტურ ერებს შორის

იმედი|imedinews.ge

მე მინდა, ყველა ცოცხალ ვეტერანს მივულოცო ეს დღე, მინდა, მივაგოთ სათანადო პატივი სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. საქართველომ მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ანტიფაშისტურ ერებს შორის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 81 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მან მშვიდობიანი სამყაროსთვის ბრძოლაში საქართველოს და ქართველი ხალხის მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს არის ის წვლილი, რომელიც საქართველომ შეიტანა მშვიდობიანი სამყაროსთვის, ვინაიდან ეს ომი ეხებოდა ყველას. ეს არის ის წვლილი, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს ტრადიციულად ყოველთვის შეჰქონდა ხოლმე უკეთესი მომავლისთვის.

ეს დღეს ასევე გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის დღეები, რაც ჩვენს იდენტობას ქმნის, ის ისტორიული მომენტები, რაც ჩვენ, როგორც ერს, გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენი საერთო მეხსიერებაა - ეს დღეები არ დავივიწყოთ და ჩვენი, ჩვენი შვილების მეხსიერებაში იყოს ყოველთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ