მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ვახორციელებთ, ამ მასშტაბურ და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რეფორმას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება, შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როდესაც გამონაკლისის სახით დაიშვა მეორადი ჩარიცხვები
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ვახორციელებთ, ამ მასშტაბურ და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რეფორმას სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება, შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როდესაც გამონაკლისის სახით დაიშვა მეორადი ჩარიცხვები

იმედი|imedinews.ge

„ვინაიდან, ზოგადად, ვერაფერში იმარჯვებენ, ამიტომ ერთადერთი რაც რჩებათ, სხვის გადაწყვეტილებებზე პარაზიტირებაა და ამის საკუთარ გამარჯვებად გამოცხადება. არ ვიცი, ან რა შეჯიბრში იყვნენ, ან რა დაპირისპირებაში იყვნენ და რაში გაიმარჯვეს საერთოდ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რადიკალების განცხადებებს, რომ მეორადი ჩარიცხვების დაშვება მათი დამსახურებაა.

პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ახორციელებს, რომელსაც ყოველდღიური დაკვირვება და შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება.

„ჩვენ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რეფორმას ვახორციელებთ როგორც ზოგადი განათლების, ისე უმაღლესი განათლების. რა თქმა უნდა, ამ მასშტაბურ და საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რეფორმას უმაღლესი განათლებისას, სჭირდება ყოველდღიური დაკვირვება, შესაბამისი ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს იყო, რაც გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, განათლების მინისტრმა, როდესაც ჩარიცხვების შედეგებიდან გამომდინარე გამონაკლისის სახით დაიშვა მეორადი ჩარიცხვები.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს ლახავდნენ, მაგრამ ვერ ირიცხებოდნენ, ყოველ წელს არის. რამდენიმე ასეული, ათასამდე, სხვადასხვა რაოდენობა, ყოველთვის არის. არიან აბიტურიენტები, რომლებმაც მართალია გადალახეს, მაგრამ იმ უნივერსიტეტში, რომელიც მათი არჩევანი იყო, ვერ მოხვდნენ, ვინაიდან სხვებს უკეთესი შედეგები ჰქონდათ და უპირველეს ყოვლისა ისინი ირიცხებიან. ეს ყოველთვის არის და იქნება მომავალშიც, ადამიანები, რომლების არჩევანიც არ დაემთხვევა მის მონაცემებს და შედეგებს გამოცდებში. ესეც ნაწილია გამოცდებისა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პროცესისა. ასე იყო წარსულშიც, ყოველთვის იყო და იქნება, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ვინაიდან მოხდა უნივერსიტეტებს შორის პროგრამების ახლებური გადანაწილება, აქ შესაძლოა აბიტურიენტებს ჰქონოდათ გარკვეული დაბნეულობა, რომელი აერჩიათ და ა.შ. აქედან გამომდინარე, მათ მიეცათ შესაძლებლობა მეორადი ჩარიცხვის პროცესში დაფიქრდნენ თავის არჩევანზე და უნივერსიტეტის შერჩევაზე, სადაც შესაძლოა არსებობდეს კიდევ თავისუფალი ადგილები და ეს არჩევანი გააკეთონ. ასე, რომ ეს არის გამონაკლისი, ერთჯერადი ხასიათის გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა მიმდინარეობდეს ისე, რომ უპირველეს ყოვლისა, სტუდენტზე იყოს ორიენტირებული და თუკი შესაძლოა გარკვეულმა გარემოებებმა მათთვის გარკვეული დაბნეულობა გამოიწვიოს, ამ მხრივ მივცეთ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ, თავის გადაწყვეტილება უნივერსიტეტთან დაკავშირებით შეასწორონ“, - აღნიშნა მან.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ 30 აგვისტოს, ბრიფინგზე განაცხადა:

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე:  ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიებზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი

შალვა პაპუაშვილი: ერთადერთ დაპირისპირებას რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ეს არის ე.წ. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება

შალვა პაპუაშვილი: ერთადერთ დაპირისპირებას რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ეს არის ე.წ. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება

იმედი

შალვა პაპუაშვილი: სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული  განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება

შალვა პაპუაშვილი: სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება

იმედი

შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის, ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ - კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“, ის ხელისუფლებებია, რომლებსაც საქართველოს მიმართ მავნე მიზნები აქვთ და ამით საკუთარ თავს ამხელენ