მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის, ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ - კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“, ის ხელისუფლებებია, რომლებსაც საქართველოს მიმართ მავნე მიზნები აქვთ და ამით საკუთარ თავს ამხელენ
შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის, ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ - კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“, ის ხელისუფლებებია, რომლებსაც საქართველოს მიმართ მავნე მიზნები აქვთ და ამით საკუთარ თავს ამხელენ

შალვა პაპუაშვილი: „გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის, ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ - კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“, ის ხელისუფლებებია, რომლებსაც საქართველოს მიმართ მავნე მიზნები აქვთ და ამით საკუთარ თავს ამხელენ

იმედი|imedinews.ge

„გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ. ამ კანონმა გამოაჩინა სინამდვილეში ვინ დგას ყველა მავნებლობის უკან. კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“ ეს ის ხელისუფლებებია, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვთ მავნე მიზნები და ამით საკუთარ თავს ამხელენ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.

მისი თქმით, თუ კი გადავხედავთ ქრონოლოგიას 2020 წლის არჩევნებიდან დღემდე, ადვილად მისახვედრია, თუ ვინ იდგა ყველა იმ მავნებლობის უკან, რომელიც ოპოზიციის ან NGO-ების ქმედებებიდან მომდინარეობდა.

„გადავხედოთ სულ მცირე 6 წლის ისტორიას, 2020 წლის არჩევნების შემდეგ და შევაფასოთ რა როლი ჰქონდათ გარედან დაფინანსებულ ორგანიზაციებს. საქართველოში არეულობის მოწყობის მცდელობებში რა როლი ჰქონდათ ე.წ. პარტიებს, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ მათი ამომრჩევლების ნების შემსრულებლები ყოფილიყვნენ, გარედან დაკვეთების შემსრულებლები არიან. ყველა ამ არეულობის მცდელობაში და 2020-ით, რომ დავიწყოთ - გაყალბებული პარალელური დათვლით, რომელზეც ჩვენ მაშინ კიდევ გარკვეული შეღავათი გავუწიეთ მათ შორის იმ უცხოელებს, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებდნენ „ისფედს“ და შევეცადეთ, რომ ზედმეტი ესკალაცია არ ყოფილიყო მათ შორის, ჩვენი კომენტარებით.

მაგრამ ვნახეთ, რომ ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც USAID-ს, რომელმაც იცოდა, და ამერიკის ელჩმა, რომელმაც იცოდა, რომ „ისფედი“ ყალბ მონაცემებს ავრცელებდა, რომ გაეაზრებინათ, რომ ასე არ შეიძლება ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება,ვნახეთ, რომ უარესი გააკეთეს 2024 წელს. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ 2020 წელს ჩვენ მაინც გვქონდა იმედი, რომ ის ევროპული ორგანიზაციები და ზოგიერთი სახელმწიფო, მათ შორის, აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაცია გაიაზრებდა 2020 წლის გაკვეთილს და აღარ შეეცდებოდა ქართველი ხალხის ნებაში ჩარევას, 2024 წელს მათ უარესი გააკეთეს, პირდაპირ ელჩები იყვნენ ჩართული არჩევნებში, პირდაპირ აფინანსებდნენ პარტიულ საარჩევნო კამპანიას.

შეგახსენებთ დანიის საელჩოს დაფინანსებას, როდესაც მთელი კამპანია ჰქონდათ დაფინანსებული. მერე ვნახეთ, ვისაც ისინი აფინანსებდნენ, ეს ხალხი პირდაპირ პოლიტიკაში აღმოჩნდა, არასამთავრობო ორგანიზაცია მთელი თავისი შემადგენლობით და გარდა ამისა ის პარტიები, რომლის კამპანიასაც აფინანსებდნენ.

ასე, რომ ეს როლი ნათელია და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, ვინაიდან მაშინ ეს ორგანიზაციები, საელჩოები, ქვეყნები ამოფარებული იყვნენ NGO-ების ზურგს უკან, ჰქონდათ წარმოსახული ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ თითქოს ეს არის ქართული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თავისი დღის წესრიგით მოქმედებენ, სინამდვილეში ეს იყო დაკვეთა გარედან. როგორც პარალელური დათვლის შედეგები იყო დაკვეთა USAID-ის და ის, რომ პირადად ჩვენ, შეხვედრებისას გვატყუებდნენ, რომ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ.

სწორედ ამიტომ „გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის, ვისაც გარედან საქართველოს მიმართ მავნე მიზნები აქვს. ამ კანონმა გამოაჩინა სინამდვილეში, ვინ დგას ყველა ამ მავნებლობის უკან, ვინ დგას გაყალბებული პარალელური დათვლების უკან, ვინ დგას საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმების უკან, ვინ დგას ლგბტ პროპაგანდის უკან. სინამდვილეში ეს არის არა ქართული დღის წესრიგი, არამედ ეს არის გარედან თავს მოხვეული დღის წესრიგი. ამიტომაც ვხედავთ გარედან განსაკუთრებულ რეაქციებს.

კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“, ის ხელისუფლებებია, რომლებსაც საქართველოს მიმართ აქვთ მავნე მიზნები და ამით საკუთარ თავს ამხელენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 112 სტატია.

  • საგარეჯოში 15 წლის გოგონა საკუთარ ეზოში, საქანელაზე დაიღუპატვ პირველი
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
  • დონალდ ტრამპი BBC-ის საკუთარი ოჯახის წევრების დევნაში ადანაშაულებსრუსთავი 2
საკუთარი →თავს →კანონის →

მსგავსი სტატიები

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

Google Maps-მა ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელი მომხმარებლებისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და მას ამერიკის ტბა დაარქვა

იმედი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

იმედი

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

იმედი