მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს სლოვაკ კოლეგას შეხვდება
შალვა პაპუაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს სლოვაკ კოლეგას შეხვდება

შალვა პაპუაშვილი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს სლოვაკ კოლეგას შეხვდება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ბრატისლავაში დღეს სლოვაკ კოლეგას რიხარდ რაშის შეხვდება. მხარეებს შორის მსჯელობა ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობას შეეხება, რომელიც უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. აუდიენციის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებაც გაკეთდება.

„სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთმეგობრობა თანამშრომლობის პრინციპზეა დაფუძნებული. სლოვაკეთი ყოველთვის უჭერდა მხარს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ასევე ძალიან უჭერდა მხარს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს. ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. გვექნება შეხვედრები ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსი, ეკონომიკა, ბიზნესი, კულტურა, განათლება და სხვა. ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ძალიან ახლო ურთიერთობების, მეგობრობის განმტკიცებას“, - აღნიშნა ქართული დელეგაციის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარკო რუბიო: ნებისმიერი კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის კატასტროფის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის

მარკო რუბიო: ნებისმიერი კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის კატასტროფის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის

იმედი

ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო

ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან მზარდი ეკონომიკები და რომლებიც აცნობიერებენ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს მნიშვნელობას

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

იმედი