მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე: გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემოა შემოკრებილი, არის ის facebook ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად, სინამდვილეში კი facebook-ის ერთი „ფრენდლისთია“
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე: გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემოა შემოკრებილი, არის ის facebook ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად, სინამდვილეში კი facebook-ის ერთი „ფრენდლისთია“

იმედი|imedinews.ge

გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი, არის ის facebook ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად და სინამდვილეში facebook-ის ერთი „ფრენდლისთია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გუშინდელმა დღემ ყველას დაანახა, რომ საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას.

„გუშინდელი საღამო იყო ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას. ჩვენ ვნახეთ, როგორც იტყვიან - „რაც არ უნდა ჭირი მალო, ჭირი თავს არ დამალავს“. არ დამალა ჭირმა თავიც და ვნახეთ გუშინ „ნაცმოძრაობის“ აქცია მთელი თავისი ესთეტიკით, პლაკატებით, მოწოდებებით, სახეებით. მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნების - გვარამიას, ბოკერიას, ვაშაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. ეს არის სინამდვილეში, რაც დაინახა ქართველმა ხალხმა. ადამიანები, რომლებიც მოწოდებულები არიან, რომ გახლიჩონ საზოგადოება. მაშინ, როდესაც ქვეყანა ზეიმობს, ჩააშხამონ ადამიანებს ზეიმი. ვნახეთ გუშინ მათი მცდელობები, რომ რამენაირად ყოფილიყო რადიკალური მუხტი, მაგრამ ეს მუხტიც აღარ აქვთ უკვე და დაკარგულია დიდი ხანია. ასე რომ, ვფიქრობ, გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი, ეს არის ზუსტად ის facebook ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად და სინამდვილეში facebook-ის ერთი „ფრენდლისთი“ არის. მათი მოწოდებებიდანაც ჩანდა, რომ სოცქსელებში გამოჩენილიყვნენ.

ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც საზოგადოება ზეიმობს მის სუვერენიტეტს, რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია კვლავ ვასალური ქცევით იმისთვის, რომ უცხოელების დავალებები შეასრულოს. ბოლო პერიოდში მათ წამოსცდათ, რომ ამგვარ ღონისძიებებს აორგანიზებენ იმიტომ, რომ სხვებს დაანახონ და დაათვლევინონ თავები, როგორც თვითონ თქვეს, იმისთვის, რომ მათი მფარველობა კიდევ გაგრძელდეს. ეს არის „ნაცობის“ იდეოლოგია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საზოგადოების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩებარუსთავი 2
  • საქართველოში დაიკარგა ტაილანდელი იუთუბერი: ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვსფორმულა
  • "ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?BM.GE
  • HRW: "ოცნების" ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებსტვ პირველი
საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი