მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ - აბა სად არის, ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს. პარალელურად დასცინის პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს
შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ - აბა სად არის, ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს. პარალელურად დასცინის პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს

იმედი|imedinews.ge

მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ - აბა სად არის, ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს. პარალელურად დასცინის ამერიკელებს, პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლიზ ტრასს, რომელიც ასევე საუბრობდა „დიფ სთეითზე“ ბრიტანეთში, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებმა მას პეტერ ფიშერის ინტერვიუს შეფასება სთხოვეს, სადაც ამბობს, რომ სასიამოვნო არაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უსამართლო კრიტიკას ისმენს.

„ბატონი პეტერი ქართველი ხალხის წარმოდგენაში დარჩება გერმანიის იმ ელჩად, რომელიც ფაშისტური სლოგანის ფონზე პოზირებდა და ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური სლოგანით თავს დაესხნენ ქალ დეპუტატს, არასრულწლოვან შვილთან ერთად, უწოდა საქართველოს მომავალი. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რომ ამ ადამიანმა საქართველო-გერმანიის 30-წლიანი მეგობრობა სამ წელიწადში ჩამოანგრია და დაიყვანა იმ დონემდე, რომ გაიგივებულია დღეს გერმანიის წარმომადგენელი საქართველოში ძალადობის, დეზინფორმაციის, პროპაგანდის ხელშემწყობად, წამქეზებლად და მხარდამჭერად. მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა „დიფ სთეითზე“ - აბა სად არის, ოთახში არ იყო, გადავედი აბაზანაში და იქ არ დამხვდაო. დაგვცინის ფაქტობრივად ქართველებს. პარალელურად დასცინის ამერიკელებს, პრეზიდენტ ტრამპს, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასს, რომელიც ასევე საუბრობდა „დიფ სთეითზე“ ბრიტანეთში. ძალიან სამწუხაროა, რომ გერმანელი ადამიანისგან ასეთ ცხვირაწეულ დამოკიდებულებას ვხედავთ სხვა ხალხების მიმართ. გამოდის, რომ ერთი ისაა ამ ქვეყანაზე, ვისაც პრეტენზია აქვს სრულ ჭეშმარიტებაზე. სამწუხაროა, რომ მან უცხო ქვეყნის ელჩი გააიგივა სტუმართან, რომელიც სახლში გივარდება, ძალადობას, პროპაგანდას აქეზებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია იყო, არის და იქნება საქართველოს მეგობარი, თუმცა სასიამოვნო ნამდვილად არ არის, როცა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თუ სხვა დეპუტატები მუდმივად ეუბნებიან, რომ მატყუარაა და ძალადობას უჭერს მხარს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →მინისტრი →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი