მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკოსების, თუ აქტივისტების ეს მარგინალური ჯგუფი მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული - რამენაირად ასიამოვნონ უცხოელებს, რომლებიც მათ დაკვეთებს აძლევენ
შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკოსების, თუ აქტივისტების ეს მარგინალური ჯგუფი მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული - რამენაირად ასიამოვნონ უცხოელებს, რომლებიც მათ დაკვეთებს აძლევენ

შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკოსების, თუ აქტივისტების ეს მარგინალური ჯგუფი მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული - რამენაირად ასიამოვნონ უცხოელებს, რომლებიც მათ დაკვეთებს აძლევენ

იმედი|imedinews.ge

პოლიტიკოსების, თუ აქტივისტების ეს მარგინალური ჯგუფი მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული - რამენაირად ასიამოვნონ უცხოელებს, რომლებიც მათ დაკვეთებს აძლევენ, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ჩინეთში იმყოფება.

ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ ოპოზიციურ ალიანსს ჰქონდა 26 მაისს დაგეგმილი აქციის მოსამზადებელი შეხვედრა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ დასწრებია და რა რესურსს ხედავს ის ოპოზიციაში.

„არანაირს [რესურსს]. 26 მაისს აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ქართველი ხალხის ზეიმი იქნება ეს [დღე]. ვხედავთ, გვყავს მარგინალების ჯგუფი, რომლის მიზანია ერთადერთი რამ - თავები დაანახონ თავის პატრონებს. დანახების პოლიტიკა, რომელიც მათ აქვთ, შეუძლიათ ასე აწარმოონ და იყვნენ თავიანთ დამკვეთებთან ამ ურთიერთობაში. ქართველი ხალხი აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს და იქ [რუსთაველის გამზირზე] იქნება ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, როგორც არის ყველა დიდ დღესასწაულზე და დიდ მოვლენაზე ჩვენს ქვეყანაში. პოლიტიკოსების, თუ აქტივისტების ეს მარგინალური ჯგუფი მხოლოდ ერთი რამით არის დაინტერესებული - რამენაირად ასიამოვნონ უცხოელებს, რომლებიც მათ დაკვეთებს აძლევენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი