მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა. ამ პროპაგანდისტული მედიის სახე არის ნათია კობერიძე, ადამიანი, რომელიც საქართველოში გაიგივებულია დეზინფორმაციასთან
შალვა პაპუაშვილი: პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა. ამ პროპაგანდისტული მედიის სახე არის ნათია კობერიძე, ადამიანი, რომელიც საქართველოში გაიგივებულია დეზინფორმაციასთან

იმედი|imedinews.ge

პოლონეთის მთავრობამ ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის პროპაგანდისტული ინსტრუმენტი შექმნა, ამ პროპაგანდისტული მედიის სახე არის ნათია კობერიძე, ადამიანი, რომელიც საქართველოში გაიგივებულია დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან და ისტერიის დათესვასთან, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „მოდელირებული ქრონიკის“ ავტორი არის ამ პროპაგანდისტული მედიის სახე და ხელმძღვანელი, რაც აჩვენებს, თუ რა არის განზრახვა.

„ევროკავშირის ელჩის განცხადება ვნახეთ, სადაც სამოქალაქო ომით დაგვემუქრა. პაველ ჰერჩინსკი არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ის მივლინებულია ევროკავშირში, თუმცა პოლონეთის საგარეო უწყების თანამშრომელია. იმ სამინისტროსი, ვინც ეს პროპაგანდისტული იარაღი ჩამოაყალიბა მთავარი პროპაგანდისტის ნათია კობერიძის ხელმძღვანელობით. ეს არის ანალოგი ე.წ. ათასი ბორცვის რადიოსი, რომელიც რუანდაში შეიქმნა იმისთვის, რომ შუღლი გაეღვივებინა საზოგადოებაში მტრობის სახით.

ის გენოციდი ამ რადიომ მოიტანა, რაც რუანდაში გენოციდის სახით მოხდა. პოლონეთის საგარეო უწყებამ პროპაგანდისტული იარაღი შექმნა, რათა საქართველოში ზიზღის პროპაგანდა მოხდეს. ამის პარალელურად, პაველ ჰერჩინსკი სამოქალაქო ომით გვემუქრება, ევროკომისიის პრესსპიკერი 4 ოქტომბრის დამხობის დაანონსებულ აქციას მხარს უჭერდა. საქმე გვაქვს ზიზღის პროპაგანდის ინსტრუმენტთან, რომელიც შეიქმნა. ფაქტია, რომ ეს არის კიდევ ერთი მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

პოლონეთის მთავრობის მიერ მოწყობილი სპეცოპერაცია გავიხსენოთ, როცა სააკაშვილთან სპეცაგენტი ექიმები შეუშვეს, რომლებიც მასალების გამოტანას ფარულად ცდილობდნენ. აშკარა მაგალითია, რომ საქართველოში უნდათ ზიზღის პროპაგანდა. სახელმწიფო პროპაგანდა რას ნიშნავს, ეს არის ნათელი მაგალითი. ნათია კობერიძე ამას ემსახურება. „მოდელირებული ქრონიკის“ მიზანი რაც იყო, ეს მიზნები გადატანილი აქვთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობამ „ჯრუჭულა ენერჯის“ ელექტროსადგურის ასაშენებლად, საჩხერეში მიწა 49 წლით გადასცა - პირობებიBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →მედია →საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი