მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მივიდა ამ წერტილზე, რომ დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მივიდა ამ წერტილზე, რომ დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში

იმედი|imedinews.ge

ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, დღეს რადიკალიზმი მხარდაჭერილი არის ბრიუსელი მხრიდან.

„დღეს ანტიდემოკრატიული ძალები მხარდაჭერილია ბრიუსელის მხრიდან და დღეს ძალადობა მხარდაჭერილია ბრიუსელის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მივიდა ამ წერტილზე, რომ დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში. როდის გვითხრეს ბოლოს, რომ ჩვენი საერთო ღირებულება არის ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემა, აღარც გვახსოვს. ამ სიტყვას მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის წყვილში იყენებენ ხოლმე. ის, რაც დავიწყებული აქვს დღეს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში, ამერიკულმა დელეგაციამ რამდენჯერმე ხაზგასმით ახსენა, როგორც საერთო ფასეულობა ორ ქვეყანას შორის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს“ - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ