მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: როდესაც საერთაშორისო ძალები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინ აყენებენ, ისინი ზიანს აყენებენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას
შალვა პაპუაშვილი: როდესაც საერთაშორისო ძალები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინ აყენებენ, ისინი ზიანს აყენებენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას

იმედი|imedinews.ge

პაბსეკი ყოველთვის იყო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი რეგიონული საყრდენი. დღესდღეობით მისი როლი უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. შავი ზღვის რეგიონი კრიტიკულ ეტაპზე იმყოფება. მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობა და ახალი ტექნოლოგიური გარდაქმნები ცვლის როგორც ჩვენს რეგიონს, ისე ფართო საერთაშორისო წესრიგს. იმ პირობებში, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას, თანამშრომლობასა და სტაბილურობას, რეგიონულ ფორმატებს, როგორიცაა პაბსეკი, უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, გაგვაერთიანონ ჩვენი საერთო პრაგმატული ინტერესების დასაცავად, რომელთაც ჩვენი პარლამენტები ჩვენი ხალხების სახელით გამოხატავენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე შეფასებით, საპარლამენტო ასამბლეები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან თავიანთი მოქალაქეების, ამომრჩევლების პოლიტიკური პრეფერენციების მიმართ და, შესაბამისად, უკეთ არიან ინფორმირებულნი მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების თაობაზე.

„ჩვენ ერთმანეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებას გაცილებით მეტად ვაფასებთ, ვიდრე გარე ძალები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რყევების პირობებში, რომლებიც ოთხ წელზე მეტი ხნის წინ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია და რომელმაც პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა მთელ შავი ზღვის რეგიონზე, აქცია რა იგი მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერად.

ამ რთულ ვითარებაშიც კი, გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით. შესაბამისად, პაბსეკმა უნდა შეინარჩუნოს მკაფიო ფოკუსი ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის განვითარებაზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანების კეთილდღეობაზე. BSEC-ისა და შემდგომში PABSEC-ის ბრძენმა დამფუძნებლებმა სწორედ „ეკონომიკა“ აქციეს ჩვენი ორგანიზაციის მისიის ქვაკუთხედად, რაც თავად ორგანიზაციის სახელწოდებაშიც ჩანს. როდესაც საერთაშორისო ძალები საერთაშორისო ორგანიზაციებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ინსტრუმენტად იყენებენ და გეოპოლიტიკას ხალხზე წინ აყენებენ, ისინი ზიანს აყენებენ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

სწორედ ეს იწვევს ეკონომიკურ სტაგნაციას - ადამიანების საჭიროებების უგულებელყოფა გეოპოლიტიკური თამაშების სასარგებლოდ. ასეთი თამაშები, ასევე, აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის, რაც საბოლოოდ ავანტიურისტი ლიდერებისა და მათი მთავრობების მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის დაკარგვას იწვევს და ხელს უწყობს რადიკალიზაციას, როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის მთავარ საფუძველს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 97 სტატია.

  • ფარცხალაძე ირწმუნება, რომ საკუთარი დანაყოფის შექმნამდე, “არბატის” მოხალისეთა კორპუსში მსახურობდანეტგაზეთი
  • მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავსBM.GE
  • როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე ვერ გადაეჩვევა "ნაცი" ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას - არჩილ გორდულაძერუსთავი 2
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
საკუთარი →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი