მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: სადაც იქნება ინტერესების დამთხვევა, იქ აუცილებლად იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის მოსაწონად და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მოსაწონად
შალვა პაპუაშვილი: სადაც იქნება ინტერესების დამთხვევა, იქ აუცილებლად იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის მოსაწონად და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მოსაწონად

შალვა პაპუაშვილი: სადაც იქნება ინტერესების დამთხვევა, იქ აუცილებლად იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის მოსაწონად და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მოსაწონად

იმედი|imedinews.ge

ჩვენ ვართ იქ, სადაც ყოველთვის ვიყავით, ჩვენ არ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოვაწონოთ, არამედ ვმოქმედებთ იმისთვის, რომ რეალური ინტერესების თანხვედრით იყოს აწყობილი ნებისმიერი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. სწორედ ამ პროცესში ვართ, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს გაერკვეს საკუთარ ინტერესებში საქართველოსთან ურთიერთობის მხრივ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ინტერესები მარტივია, ეს არის ქვეყნის გაერთიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა.

„სწორედ ამ ორ შიდა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ჩვენი საგარეო პოლიტიკური ურთიერთობებიც. ეს იქნება ურთიერთობა აშშ-სთან, ევროკავშირთან, თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან, ყველაფერი იზომება ამ ორი მიზნით. ხელს უწყობს თუ არა ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ხელს უწყობს თუ არა ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდას.

სწორედ ამ დღის წესრიგით ვესაუბრებით ჩვენ აშშ-ის წარმომადგენლებსაც. სადაც იქნება ინტერესების დამთხვევა, იქ აუცილებლად იქნება თანამშრომლობის შესაძლებლობა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის მოსაწონად და არა სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მოსაწონად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი