მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა თბილისში ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა და ამიტ კუმარ მიშრას საქართველოში ინდოეთის პირველ რეზიდენტ ელჩად დანიშვნა მიულოცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ინდოეთს შორის მზარდ თანამშრომლობას. მან დადებითად გაიხსენა გასულ წელს ინდოეთში განხორციელებული ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე. ამ კუთხით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ინდოეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ჩამოყალიბდა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ღიაა გაცვლებისთვის როგორც მეგობრობის ჯგუფებს, ისე სექტორულ კომიტეტებს შორის.

შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო ვაჭრობის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით თანამშრომლობას. ელჩმა აღნიშნა, რომ ბევრი ინდური კომპანიისთვის საინტერესო იქნება საქართველოსთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით ფარმაცევტული და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით.

ინდოეთის ელჩმა დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ინდოეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ