
შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს
იმედი|imedinews.ge
შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს. შეხვედრის დროს თურქმა მაღალჩინოსნებმა ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში სიცოცხლის, საკუთრების, ნავიგაციისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნვლელყოფის აუცილებლობას და ელჩს შესაბამისი გაფრთხილებები მისცეს.
„ანადოლუს“ ინფორმაციით, გემი “ლიდერ ბორდო მავი” 26 აგვისტოს რუსულ საპორტო ქალაქ ტუაპსესთან თავდასხმის სამიზნე გახდა. მომდევნო დღეს გემ “ლიდერ ქოჯათეფეზე”, რომელიც დაზიანებული გემის ბუქსირებისთვის მიემართებოდა, ასევე თავდასხმა მოხდა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge