მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ბათუმში აბიტურიენტებს შეხვდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ბათუმში აბიტურიენტებს შეხვდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ბათუმში აბიტურიენტებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს შეხვდა.

გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრები მიზნად ისახავს აპლიკანტთა ინფორმირებულობის ამაღლებას, საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და მონაწილეთა მხარდაჭერას გამოცდების ეფექტიანად დაგეგმვის პროცესში.

შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე წელს საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის პრინციპებზე და საგამოცდო პროცესების ორგანიზების ძირითად თავისებურებებზე.

თამარ მემანიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის წესსა და კონკურსის პრინციპზე. მისი განცხადებით, აპლიკანტებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო მათი წაშლა და პრიორიტეტების გადანაცვლება შესაძლებელია აპელაციების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე.

დირექტორის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდები ტრადიციულად, ივლისის თვეში ჩატარდება. მისი განმარტებით, გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული ყველა პროცესი დადგენილი სამუშაო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. აღინიშნა, რომ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი 11 მაისს დასრულდა.

შედეგების თანახმად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე რეგისტრაცია 29 000-ზე მეტმა პირმა გაიარა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომელსაც 300-ზე მეტი აბიტურიენტი და მაგისტრანტობის კანდიდატი ესწრებოდა.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავიარუსთავი 2
  • ბათუმის პორტი საპორტო მოსაკრებელის გაზრდით დამატებით $1 მილიონის შემოსავალს ელისBM.GE
  • ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანიფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართებატვ პირველი
ბათუმში →ცენტრი →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი