მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებს შეხვდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებს შეხვდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად 2026 წლის გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს შეხვდა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შეხვედრაზე განხილული იყო გამოცდებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც რეგისტრაციის პროცესისა და საგამოცდო ეტაპების სწორად დაგეგმვას უკავშირდება. მონაწილეებს მიეწოდათ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს პროცესების დროულ და ეფექტიან ორგანიზებას.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რომელსაც 400-ზე მეტი აბიტურიენტი და მაგისტრანტობის კანდიდატი ესწრებოდა.

ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის წესსა და კონკურსის პრინციპზე. მისი განცხადებით, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, დამატება, წაშლა და პრიორიტეტების გადანაცვლება აპელაციების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს განსაზღვრულ ვადას, რომლის ფარგლებშიც აპლიკანტებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი დააზუსტონ და საბოლოოდ ჩამოაყალიბონ სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი.ამასთან, პროგრამების რაოდენობა შეზღუდული არ არის, რაც არჩევანის თავისუფლებას უზრუნველყოფს და აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, მათ ინტერესებზე მორგებული პრიორიტეტები განსაზღვრონ.

კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები აპლიკანტთა ინფორმირებულობის გაზრდასა და საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქუთაისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავესრუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში კაცი დაიხრჩოფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
ქუთაისის →ცენტრი →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება