მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შიო მესამე: 1700 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოს სიტყვით მოქცეულმა ქართველმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს არ იყო მხოლოდ ისტორიული თარიღი და მოვლენა, არამედ ამ მოვლენამ განსაზღვრა მთელი ჩვენი ერის შემდგომი ცხოვრება. ამ რწმენამ ჩამოაყალიბა ჩვენი თვითმყოფადი, ეროვნული, სარწმუნოებრივი იდენტობა
შიო მესამე: 1700 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოს სიტყვით მოქცეულმა ქართველმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს არ იყო მხოლოდ ისტორიული თარიღი და მოვლენა, არამედ ამ მოვლენამ განსაზღვრა მთელი ჩვენი ერის შემდგომი ცხოვრება. ამ რწმენამ ჩამოაყალიბა ჩვენი თვითმყოფადი, ეროვნული, სარწმუნოებრივი იდენტობა

იმედი|imedinews.ge

დღეს არ არის შემთხვევითი, რომ წელს, ამ საიუბილეო წელს სულიწმიდის დღესასწაული დაემთხვა წმინდა ნინოს შემობრძანებას საქართველოში, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სოფელ ფოკაში, ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას.

პატრიარქის თქმით, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მოციქულ ანდრია პირველწოდებულის, მოციქულ სიმონ კანანელის და სხვა მოციქულების მსგავსად, წმინდა ნინოც იყო განმტკიცებული და აღვსილი იმავე სულიწმიდის ძალით.

„ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მოციქულ ანდრია პირველწოდებულის, მოციქულ სიმონ კანანელის და სხვა მოციქულების მსგავსად, რომლებმაც ჩვენს მიწა-წყალზე იქადაგეს, წმინდა ნინოც იყო განმტკიცებული და აღვსილი იმავე სულიწმიდის ძალით. და ამ მადლით და ძალით მოაქცია მან ჩვენი ერი ქრისტეს სარწმუნოებაზე.

ისევე, როგორც წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიანდო წმინდა ნინოს საქართველოს მოქცევა, რითაც გამოვლინდა დედა ღვთისმშობლის დედობრივი, განსაკუთრებული ზრუნვა თავის წილხვედრ ქვეყანაზე, საქართველოზე.

1700 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოს სიტყვით მოქცეულმა ქართველმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს არ იყო მხოლოდ ისტორიული თარიღი და მოვლენა, არამედ ამ მოვლენამ განსაზღვრა მთელი ჩვენი ერის შემდგომი ცხოვრება. ამ რწმენამ ჩამოაყალიბა ჩვენი თვითმყოფადი, ეროვნული, სარწმუნოებრივი იდენტობა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს. ძალიან ამაღელვებელია აქ ყოფნა, ფარავნის ტბასთან, ჯავახეთის ამ მადლიან მიწაზე, საიდანაც დაიწყო ის დიდი სულიერი გზა, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა ქართველი ერი გაქრისტიანებამდე და ქრისტეს ჭეშმარიტი გზით სვლამდე შეუქცევადად“, - აღნიშნა შიო მესამემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ