მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შიო მესამე: ვიხსენიებთ გმირებს, რომელნიც აღესრულნენ აფხაზეთის ომში. ვიხსენიებთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ აფხაზებსაც. ვიხსენებთ ცხინვალის ომში დაღუპულ ქართველებს, ოსებს. ღმერთმა მოგვცეს მადლი დიდი შერიგების
შიო მესამე: ვიხსენიებთ გმირებს, რომელნიც აღესრულნენ აფხაზეთის ომში. ვიხსენიებთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ აფხაზებსაც. ვიხსენებთ ცხინვალის ომში დაღუპულ ქართველებს, ოსებს. ღმერთმა მოგვცეს მადლი დიდი შერიგების

იმედი|imedinews.ge

სამების ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

პანაშვიდის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ მრევლს მიმართა.

„ძვირფასო მამებო, ჭირისუფლებო, ძმებო და დებო კიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. ეს საერთო მწუხარებაა. ერთად ვიხსენიებთ ჩვენს გმირებს, სულიერ შვილებს, ძმებს და დებს, რომელნიც სამშობლოსთვის აღესრულნენ აფხაზეთში, იმ საშინელ ომში. ასევე, ჩვენ ვიხსენიებთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ მათთან ერთად აფხაზებსაც. ვიხსენებთ ცხინვალის ომსაც. ცხინვალში დაღუპულ ჩვენს დებსა და ძმებს, როგორც ქართველებს, ასევე, ოსებს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები, ღმერთმა მოაშუშოს ჩვენი ჭრილობა და მოგვცეს მადლი დიდი შერიგების. რომ მოხდეს ჩვენი შერიგება და აღარ განმეორდეს არასდროს ძმათამკვლელი ომები. არამედ შევრიგდეთ და ჩვენი ძმური თანაცხოვრება, როგორც იყო საუკუნეების განმავლობაში, ასე გაგრძელებულიყოს და გვეცხოვროს ერთიან ქვეყანაში მშვიდობით და ღვთის წყალობით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ყველა!“, - განაცხადა შიო მესამემ.

სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა: ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთანრუსთავი 2
აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი