მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არ არის აგრესიული ჩარევა. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ბაზრის საქციელიდან გამომდინარე, მათ შევუქმნათ საუკეთესო ფონი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. შემდეგ ბაზრის უხილავი ხელი განსაზღვრავს საუკეთესო ფასს
შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი პოლიტიკა არ არის აგრესიული ჩარევა. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ბაზრის საქციელიდან გამომდინარე, მათ შევუქმნათ საუკეთესო ფონი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. შემდეგ ბაზრის უხილავი ხელი განსაზღვრავს საუკეთესო ფასს

იმედი|imedinews.ge

ჩვენი პოლიტიკა არ არის აგრესიული ჩარევა. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ბაზრის საქციელიდან გამომდინარე, კერძო სექტორის საქციელიდან გამომდინარე, მათ შევუქმნათ საუკეთესო ფონი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. შემდეგ ბაზრის უხილავი ხელი განსაზღვრავს საუკეთესო ფასს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება საშუალო და მცირე ბიზნესს.

„განსაკუთრებული მხარდაჭერა გვინდა გამოვუცხადოთ საშუალო და მცირე მწარმოებლებს. რადგან საშუალო და მცირე ბიზნესი არის ეკონომიკის განვითარების საფუძველი.

„არასამართლიანი ვაჭრობის დირექტივა“ ასეთი პრაქტიკა არსებობს ევროკავშირში, სადაც ადგილობრივ მწარმოებლებს აქვთ პრივილეგია ქსელებში თავიანთი პროდუქტის განთავსების. აქ განსაკუთრებით მნიშვნელობა აქვს ფასს და აქ უნდა მივეხმაროთ საშუალო და მცირე მწარმოებლებს, რომ მათი პროდუქტი, რომელსაც ისინი აწარმოებენ, არის კონკურენტუნარიანი. აქაც არის გამოწვევები, არის პრობლემები და გვინდა ჩვენ, რომ მათ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ.

არსებობს პროდუქტების კატეგორია, რომელიც ძალიან დეფიციტურია. იქ არც გადახდის პირობებია პრობლემა, არც თაროზე განთავსების პირობებია პრობლემა და წინასწარი გადახდებიც ხდება. მაგრამ არის ისეთი კატეგორია პროდუქტების, როდესაც მიწოდება იმდენად მაღალია და იმდენად დიდია და მოთხოვნა გაცილებით ნაკლები და თაროს ფართი მნიშვნელოვნად მცირე, აქ თვითონ კონკურენცია განსაზღვრავს და აგრესიული ჩარევა არასწორი იქნება. საერთო ჯამში, ჩვენი პოლიტიკა არ არის აგრესიული ჩარევა. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ბაზრის საქციელიდან გამომდინარე, კერძო სექტორის საქციელიდან გამომდინარე, მათ შევუქმნათ საუკეთესო ფონი, რომ ჯანსაღი კონკურენცია იყოს და ისინი თანაბარ პირობებში იყვნენ. შემდეგ ბაზრის უხილავი ხელი განსაზღვრავს საუკეთესო ფასს“, - განაცხადა შოტა ბერეკაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიტიკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • "ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა..." - ოზურგეთის მერი გადადგაBM.GE
  • პიროვნება, რომელიც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მართავდა კონცერტებს და დღეს ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეა, ეს მინიმუმ დამაჯერებელი არ არის - გურამ მაჭარაშვილი ნიკოლოზ რაჭველზერუსთავი 2
  • „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ საქართველოში რეგისტრირებული ირანული კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებსტვ პირველი
  • მედვედევი: დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებსფორმულა
პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

The Telegraph: ტრამპი BBC-ს თავისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს

იმედი

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ პირველობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა

იმედი

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

ჯაბა ხუბუა: დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა - 16 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დახვრიტა დათო ცინდელიანი, სერჟანტი როინ შავაძე და უდანაშაულო პატიმარი მამუკა ზერეკიძე

იმედი

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

ავთანდილ კასრაძე: ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას გავუჩინოთ ინტერესი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართ

იმედი