მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებისა და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებისა და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული კოორდინაციის გაძლიერებისა და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების შეთანხმებას მოაწერეს ხელი

იმედი|imedinews.ge

პეკინში სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა. ამის შემდეგ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა 20-ზე მეტ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, მათ შორის პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული კოორდინაციის შემდგომი გაძლიერებისა და „კეთილმეზობლური და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ.

ასევე ხელმოწერილია შეთანხმებები ვაჭრობის, ტექნოლოგიების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სამეცნიერო კვლევების სფეროებში. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ პუტინმა და სიმ განცხადებები გააკეთეს.

„ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა „სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლეს დონეს“ მიაღწია. მისივე თქმით, ორი ქვეყანა ერთმანეთს ურთიერთპატივისცემით ეპყრობა, როგორც თანასწორებს და ერთმანეთისთვის სტრატეგიულ დასაყრდენებად უნდა დარჩნენ.

თავის მხრივ, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების ერთგულები არიან და საერთაშორისო ასპარეზზე მასტაბილიზებელ როლს ასრულებენ. ჟურნალისტებს კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მიეცათ.

არსებული ინფორმაციით, ლიდერები მოგვიანებით ასევე საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ, მათ შორის ვითარებას უკრაინასა და ირანში და ამერიკასთან ურთიერთობებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • "მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზეBM.GE
  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი