მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი: წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ რეაგირების მოსახდენად კონკრეტული პირის მხრიდან მომართვა არ არის სავალდებულო
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი: წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ რეაგირების მოსახდენად კონკრეტული პირის მხრიდან მომართვა არ არის სავალდებულო

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელის თამთა ქიმბარიშვილის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ არის სავალდებულო სამინისტროსთვის კონკრეტული პირის მხრიდან მიმართვა, რათა ადამიანის ღირსების შემლახველ და სიძულვილის ენის შემცველ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყოს.

თამთა ქიმბარიშივილის თქმით, სამმართველო აღნიშნული შინაარსის მქონე საჯარო განცხადებების მონიტორინგსა და პროაქტიულ გამოვლენას თავად ახორციელებს, ადმინისტრაციული წარმოების მასალებს ამზადებს და განხილვისთვის უგზავნის სასამართლოს.

„სამართლებრივი რეაგირების მოხდენისთვის, განცხადება, მომართვა, შესაძლოა არც იყო საჭირო, რადგან წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებული მუხლის დისპოზიცია ამგვარად არის ფორმულირებული, მათ შორის საუბარია საჯარო სივრცეში უმისამართო ლანძღვა-გინებაზე. თუ პიროვნება, უმისამართოდ შეიგინება, გამოყენებული იქნება სხვადასხვა უცენზურო სიტყვა და გინებას შესაძლოა ჰყავდეს კონკრეტული ადრესატი, შესაძლოა იყოს ადრესატის გარეშეც, მოხდება ამ ყველაფრის ინდივიდუალური შესწავლა. თუ მივიჩნევთ, რომ კონკრეტული განცხადება შეიცავს ადმინისტრაციული გადაცდომის ნიშნებს, დაკვალიფიცირდება შესაბამისი მუხლით და შემდგომში წარედგინება სასამართლოს", - აღნიშნა თამთა ქიმბარიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • AfD-ის ისტორიული გამარჯვება საქსონია-ანჰალტის ტერიტორიაზე და ე.წ. გავლენიანი ოლიგარქიული ოჯახების ბრძოლა - ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებსრუსთავი 2
  • კორუფციასთან ბრძოლა თუ შიდა პარტიული ანგარიშსწორება? - რატომ ხვდებიან „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები ციხეშიტვ პირველი
  • კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდანეტგაზეთი
  • ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს - ადვოკატიBM.GE
ბრძოლა →

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი