მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სინგაპურის სკოლებში ბულინგი ცემით დაისჯება
სინგაპურის სკოლებში ბულინგი ცემით დაისჯება

სინგაპურის სკოლებში ბულინგი ცემით დაისჯება

იმედი|imedinews.ge

2027 წლიდან სინგაპურის სკოლებში ბულინგისთვის 9 წლისა და უფროსი ასაკის ბიჭებისთვის ფიზიკურ დასჯას შემოიღებენ - მათ როტანგის (პალმის სახეობა) როზგით სცემენ.

The Guardian-ის ცნობით, ქვეყნის განათლების მინისტრმა, დესმონდ ლიმ განმარტა, რომ გაროზგვას, როგორც დასჯის ფორმას, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ ყველა სხვა ზომა არასაკმარისი აღმოჩნდება. დარტყმები სკოლის დირექტორის მიერ უნდა იყოს დამტკიცებული და მას მხოლოდ უფლებამოსილი მასწავლებლები განახორციელებენ.

დამნაშავე მოსწავლეს ჯოხით 1-დან 3 დარტყმამდე დაენიშნება. გადაწყვეტილების მიღებისას სკოლის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ასაკი და ისიც, გამოიტანს თუ არა ის გაკვეთილს საკუთარი შეცდომიდან.

დესმონდ ლი მიიჩნევს, რომ ამ ზომას დადებითი გავლენა ექნება ბულინგის შემცირებაზე და მოსწავლეებს დაეხმარება თავი დაცულად იგრძნონ. მინისტრის თქმით, გოგონებს ასეთ სასჯელს არ დაუწესებენ, რადგან ქვეყნის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ქალთა გაროზგვა აკრძალულია. ბულინგისთვის მოსწავლე გოგონებს გაკვეთილების შემდეგ დატოვებენ, სასწავლო პროცესს ჩამოაშორებენ ან ყოფაქცევის ნიშანს დაუკლებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ