მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი: ევროპარლამენტარებს ევროპული ინსტიტუტები პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ ტრიბუნაში ეშლებათ
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი: ევროპარლამენტარებს ევროპული ინსტიტუტები პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ ტრიბუნაში ეშლებათ

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი: ევროპარლამენტარებს ევროპული ინსტიტუტები პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ ტრიბუნაში ეშლებათ

იმედი|imedinews.ge

სლოვაკეთის რესპუბლიკა ცნობად იღებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც სლოვაკეთში სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობას ეხება. აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას შეიცავს და სლოვაკეთის რესპუბლიკის მიმართ იურიდიული ძალა არ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა კი, ის რეალობას არ შეესაბამება და ჩვენ მის ფორმულირებას არ ვეთანხმებით, - წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სლოვაკეთის შესახებ მიღებული რეზოლუცია, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპარლამენტის წევრების ნაწილი ევროპულ ინსტიტუტებს აღიქვამს, როგორც პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის ტრიბუნას. ბლანარი ასევე აღნიშნავს, რომ რეზოლუცია ეფუძნება ოპოზიციის განცხადებებს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში წარუმატებელია და ცდილობს იმედგაცრუება ბრიუსელში გადაიტანოს.

„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ევროპარლამენტართა ნაწილი ევროპულ ინსტიტუტებს პროგრესულ-ლიბერალური აქტივიზმის პოლიტიკურ პლატფორმად აღიქვამს. რეზოლუცია ეფუძნება ოპოზიციის მტკიცებებს, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში წარმატებას ვერ მიაღწია და ახლა საკუთარ იმედგაცრუებას ბრიუსელში გამოხატავს.

დიახ, ჩვენს მთავრობას განსხვავებული მოსაზრებები აქვს კავშირის ფუნქციონირების, მიგრაციის, მედიისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. თუმცა, ეს არ არის მიზეზი სლოვაკეთის რესპუბლიკას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის საკითხების შესახებ ლექციები წაუკითხოთ.

ასეთი რეზოლუციების მიღების ნაცვლად, ევროპარლამენტმა საბოლოოდ უნდა დაიწყოს ევროპელი მოქალაქეების რეალური პრობლემების - კონკურენტუნარიანობის დაკარგვის, ენერგეტიკული ან უსაფრთხოების საფრთხეების - მოგვარება.

სლოვაკეთი, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, პატივს სცემს ყველა წესს და ნებისმიერი ღია საკითხის შემთხვევაში კონსტრუქციულ დიალოგს აწარმოებს. სწორედ ასე მოხდა კომისიის მიერ მომზადებული სამართლის უზენაესობის შეფასების ანგარიშის შემთხვევაშიც, რომელიც ევროკომისიასთან ორმხრივი დიალოგისა და ჩვენი არგუმენტების საფუძველზე უფრო ობიექტური გავხადეთ“, - წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირები "ჯივინოსტატით" მკურნალობას, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებენ - მინისტრიBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

იმედი

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

იმედი