
სომხეთის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა
იმედი|imedinews.ge
სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. საარჩევნო უბნიდან გამოსვლისას ის ჟურნალისტებს გაესაუბრა.
„ხმა მივეცი სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობიან, განვითარებად, ძლიერ და სტაბილურ მომავალს“, - განაცხადა მან.
არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 2.5 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველი სარგებლობს. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge