მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოფელ ყიზილ-აჯლოში ბუნებრივი გაზის შეწყვეტასთან დაკავშირებით სემეკი განცხადებას ავრცელებს
სოფელ ყიზილ-აჯლოში ბუნებრივი გაზის შეწყვეტასთან დაკავშირებით სემეკი განცხადებას ავრცელებს

სოფელ ყიზილ-აჯლოში ბუნებრივი გაზის შეწყვეტასთან დაკავშირებით სემეკი განცხადებას ავრცელებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმიანება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის ფაქტს, - ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სემეკში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის შესწავლა, რათა უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა.

„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის, შპს „მამედის“ სალიცენზიო არეალში (სოფელი ყიზილ-აჯლო) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის სემეკის მიერ დადგენილია 47 თეთრიანი ტარიფი (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული ტარიფი სრულად მოიცავს სოციალური გაზის ღირებულებას (36.7 თეთრი დღგ-ის ჩათვლით), აგრეთვე ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ ხარჯს.

მოქმედ სამომხმარებლო ტარიფში სოციალური გაზის ღირებულება სრულად არის ასახული, თუმცა შპს „მამედი“ არ ეთანხმება სოციალური გაზის შესასყიდ ფასს, არ იხდის დაგროვილ დავალიანებას, რამაც გამოიწვია შპს „მამედისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა.

გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ შპს „მამედი“ მომხმარებლებს თვითნებურად არიცხავს სემეკის მიერ დადგენილზე მაღალ ტარიფს (57 თეთრი დღგ-ის ჩათვლით), რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოკვლევა შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ