მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი სხდომა გამართა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, გასვლითი სხდომა გამართა.

სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ლევან უჯმაჯურიძემ ცენტრის მიერ 2025 წელს გაწეულ საქმიანობაზე და 2026 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიზნებზე გაამახვილა.

მისი თქმით, ერთ-ერთი უახლესი საერთაშორისო აღიარებაა ის, რომ მსოფლიოს 23 ინსტიტუტის 89 მეცნიერის, მათ შორის 4 ქართველი მკვლევრის მონაწილეობით ჩინეთში ჩატარებულმა მასშტაბურმა სამეცნიერო კვლევამ(რომელიც 3525 ვაზის ჯიშის მოლეკულურ-გენეტიკურ ანალიზს ეყრდნობა), მნიშვნელოვანი ახალი მონაცემები წარმოაჩინა კულტურული ვაზის (Vitis vinifera sativa) ევოლუციისა და დომესტიკაციის ისტორიის შესახებ და დაადასტურა ვაზის „ორმაგი წარმოშობის“ სცენარი.

კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე ასევე დაამტკიცეს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც იმუშავებს UNESCO-ს ნომინაციის „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციული მეთოდი“ მომზადებასა და წარდგენაზე.

კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის მიზანია საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის კვლევა, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ნომინაციის UNESCO-სთვის წარდგენა, რათა აღნიშნულმა ტრადიციამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვოს და იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში დაიკავოს ღირსეული ადგილი.

კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლით სხდომას საქართველოს პარლამენტის აპარატის სტაჟიორები და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდებმა, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე განთავსებული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების უნიკალური კოლექციები და კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე არსებული ლაბორატორიები დაათვალიერეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ